თამაში,რომელიც გამოსვლამდე დიდი კრიტიკის ქვეშ იყო.დანტეს პერსონაჟის შეცვლამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და რაც მთავარია სერიებს შეეცვალათ დეველოპერები,DMC:Devil May Cry ამჯერად "Ninja Theory'' ის ხელში აღმოჩნდა
შეძლეს თუ არა დეველოპერებმა კარგი თამაშის შექმნა? ჩემი პასუხი არის კი,ახალი დანტე თუ ვერჯილ ბევრმა ნორმალურად მიიღო და ბევრს არც მოეწონა,ალბათ ნეგატიურად განწყობილ მოთამაშეებში ძირითადად ფანები შედიან,გასაგებია მათი კრიტიკა,მაგრამ მე თუ მკითხავთ Ninja Theory–მა კარგად შეცვალა მათი პერსონაჟები,ნამდვილად ვერ ვიტყვით,რომ ახალი დანტე ჯობია ძველ დანტეს,მაგრამ ამ ისტორიასა და შინაარს სწორედ ესეთი დანტე უხდება.ისიც უნდა აღინიშნოს,რომ დეველოპერებმა შემოგვთავაზეს ისტორია თუ როგორ დაიბადა Devil May Cry ის სამყარო,როგორები იყვნენ ვერჯილი და დანტე ადრე და ის სამყარო სადაც მოთამაშეებს წლების განმავლბაში უხდებოდათ უამრავი დემონის დამარცხება და მეგობრების შეძენა,მოკლედ,რომ ვთქვათ დეველოპერებმა შემოგვთავაზეს Devil May Cry ის პროლოგი.
კომბატი ძალიან დახვეწილია,მოთამაშეებს უამრავი საშუალება აქვთ რომ დაამარცხონ დემონები,ეს არის თამაში,რომელიც ყველას ჩაითრევს,დეველოპერებმა განსხვბული ატმოსფერო შექმნეს,რაც ნამდვილად ჩამთრევი არის,თუმცა არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაკლი–ადვილი ბოსები,იმის შანსი რომ მთავარმა ბოსებმა დასაწყისში 3 ჯერ მაინც მოგვკლას ძალიან დიდია,მაგრამ მათი მინუსის აღმოჩენის შემდეგ,რაც ძალიან მარტივია,მათი მოკვლა ძალიან მარტივი ხდება.DMC:Devil May Cry ის დადებითი მხარეები არის კომბატი,ძალიან ჩამთრევი ვიზუალური მხარე,ისტორია,საუნდტრეკები,მრავალფეროვანი შესაძლებლობები და იარაღები,მაგრამ ადვილი ბოსები და არც თუ ისე დიდი გეიმფლეი ნამდვილად საწყენი არის,თუმცა 12–13 საათიანი სიამოვნება ნამდვილად გარანტირებული გაქვთ
Ninja Theory იმ შეძლო სრულიად შეცვლილი სახით შეექმნა მორიგი კარგი თამაში Devil May Cry ის სერიებისა
საბოლოო ვერდიქტი: 8/10