Far Cry უბისოფტის კიდევ ერთი წარმატებული სერიაა,აღსანიშნავია ისიც,რომ მიუხედავად რევოლუციური პირველი ნაწილისა,რომელიც გამორჩეული იყო გრაფიკით,გეიმფლეით და გაშლილი სამყაროთი,მეორე ნაწილი არც ისე კარგი გამოდგა,ყოველშემხვევაში აზრები ორად გაიყო,მე პირადად კი მოთამაშეების იმ ნაწილს მივეკუთვნები,რომლებთაც არ მოეწონათ ეს თამაში,მიუხედავად გაშლილი სამყაროს და რეალისტური გეიმფლეის მიუხედავად მეორე ნაწილმა სიცარიელე დატოვა და ვერ ის ატმოსფერო,რომელიც ერთი შეხედვით თითქოს იგრძნობა,ბევრისთვის უგრძნობი დარჩა.
Far Cry 3 მე პირადად დიდად არ ველოდი,მაგრამ აღსანიშნავია ისიც,რომ უბისოფტი ამ პროექტს ბევრად მეტ დროს უთმობს ვიდრე ასასინს და მითუმეტეს მწარმოებლის სახელს თუ გავითვალისწინებთ,თამაშმა მაინც უნდა დაგაინტერესოს და განსაკუთრებით ასასინზე გაბრაზეულმა, ამ თამაშმა ძალიან მომხიბლა.
თამაშის დადებით მხარეებზე შეგვიძლია ბევრი ვილაპარკოთ.საოცრად დამუშავებული გეიმფლეი,ულამაზე გრაფიკა,ულამაზესი კუნძული ,შესაძლებლობები,პერსონაჟები,რეალიზმი.ეს ყველაფერი ერთად გასაოცარ ატმოსფეროს ქმნის და დიდ სურვილს გვიჩენს იმისა,რომ დაბრმავებამდე ვითამაშოთ.
კუნძული სადაც ვითარდება თამაშის კუნძული ძალიან ლამაზია და ეტყობა დეველოპერების გულით შესრულებული მუშაობა.მოთამაშეს ერთი წუთითაც არ ბეზრდება გარემო და პლიუს დახვეწილი გეიმფლეის წყალობით უფრო უყვარდება მცენარეების შეგროვება,ცხოველებზე ნადირობა,მანქანისა თუ კატერის მართვა,მოკლედ რომ ვთქვათ,ყველანაირი პირობაა იმისთქვის შექმნილი,რომ ლამაზი კუნძული ძირფესვიანად გამოვიკვლიოთ,ძირითადი დავალებების გარდა მოთამაშეებს შეუძლიათ დამატებითი დავალებების შესრულება,რელიკვიებისა თუ წერილების მოძიება და კუნძულის ერთი ტერიტორიიდან მეორე ტერიტორიამდე გადასვლა მოსაბეზრებელი არ გამოვიდეს არის "სწრაფი მგზავრობის" ფუნქციაც.
საბრძოლო სისტემაც კაი ლუკმაა,სკილების გრაფაც მშვენივრად არის შედგენილი და აღსანიშნავია უფრო გემრიელი სთელსი,რა თქმა უნდა ამ კუთხით უდაო საუკეთესო ''Dishonored'' იყო,მაგრამ ჰითმენზე მეტად ამ თამაშის სთელსმა მასიამოვნა,მითუმეტეს ჩანაფიქრი თუ ვერ განვახორციელეთ სასიამოვნო ბაქაბუქი გველოდება წინ,თუმცა ამ ბაქაბუქამდე კარგი იქნება თუ ჩვენს მიერ შეგროვებული მცენარეებისგან წამლებს დავამზადებთ.მცენარეებისგან სხვადასხვა უფრო მეტი სარგებლის მიღება შეიძლება და თუ ნადირობაშიც გავიწაფებით,ცხოველებისგან დამზადებული რესურსები,ბევრად გაგვიადვილებენ საქმეს.
"Open World" თამაშების ერთ–ერთი სისუსტე ძირითადად სიუჟეტია ხოლმე,ყოველშემთხვევაში არა სიუჟეტურად განვითარებული სთორი ბევრს არ მოწონს,დეველოპერებმა შეძლეს,რომ დიდი სამყარო მოსაწყენი არ ყოფილიყო და ამავდროულად სიუჟეტიც მშვენივრად მოარგეს.ამდენ დადებით მხარეს კი პერსონაჟებიც ნამდვილად არ ჩამოუვარდებიან,რომლებიც ძალიან ქარიზმატულები არიან და მათთან ურთიერთობა ყოველთვის საინტერსოა.ხშირად ძალიან რთულია იმის არჩევა თუ რომელი ჯობია,კუნძულის გამოკვლევა,ნადირობა თუ სიუჟეტს გაყოლა და ამ პერსონაჟებთან ურთიერთობა.
Far Cry 3 უძლიერესი თამაში გამოვიდა,მაგრამ არა უნიკალური,თამაშის ძირითადი მინუსი ისაა,რომ მოთამაშეს არ აქვს არჩევნის დიდი საშუალება,რაც ნამდვილად მოუხდებოდა თამაშს,ასევე აღსანიშნავია სუსტი "ბოს" ჩხუბები,შეიძლება ითქვას,რომ შენ კი არა თამაში კლავს მათ და ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია და თამაშების დამატებითი ქუესთები ძირითადად ერთმანეთს გავს.
საბოლოო ვერდიქტი 8.5/10
კრიტიკოსების ვერდიქტი 9/10