Sunday, May 19, 2013

Bioshock Infinite

 
   ბიოშოკის სერიების აღწერა სიტყვებით ძალიან რთულია და მხოლოდ იმის შესაძლებლობა გაგვაჩნია,რომ , ერთ სიტყვაში "გენიალურობაში" მოვათავსოთ მისი სილამაზე.მე,როგორც სერიების ფანს თამამად შემიძლია განვაცხადო,რომ მთელი ბიოშოკის სერია ზღაპარში,დროსა და სივრცეში მოგზაურობაა,თითქოს ვიდეო თამაშების დიზაინერმა და დეველოპერმა კენ ლევინმა დროსა და სივრცეში იმოგზაურა,გენიალურ ადამიანები და ქალაქები ნახა და ეს ყველაფერი ვიდეო თამაშებში დაბადა.შეუძლებელია ქალაქი რაპტორი,ადამიანი ღმერთი ანდრიუ რაიანი ოდესმე დაგავიწყდეს.ის უამრავი დეტალი,რომლებმაც შექმნეს ქაოსი,შიზოფრენია,სილამაზე და ზღაპარი.
  რა გასაკვირია,რომ ბიოშოკ  1 ისა და ბიოშოკ 2 ის მეშვეობით ამ თამაშმა უამრავი ფანი შეიძინა და მესამე ბიოშოკს,რომელიც Bioshock Infinite ის სახელითაა ცნობილი  ძალიან ბევრი ადამიანი ელოდებოდა.საბოლოდ როგორი გამოვიდა თამაში,რომელიც 100 მილიონიანი პროექტია? რითი შეძლებდა ავტორი ქალაქი რაპტორის შემდეგ ჩვენს აღტაცებაში მოყვანას? ეს თავისთავად დიდი გამოწვევაა!
3...2...1... ჰალელუიაა!
   კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კენ ლევინის სამოთხეში–კოლუმბიაში,სადაც წინ გელოდებათ არანაკლებ ლამაზი გარემო და არანაკლებ მშვენიერი და საინტერესო თავგადასავალი ვიდრე წინა ორ ნაწილში იყო,ამიტომაც თქვენი ემოციები ასთმაში ნუ შეგეშლებათ.მოვწყდეთ რეალობას და ვიგრძნოთ რენესანსის პერიოდის მსგავი შედევრები,კლასიკური მუსიკის მონაცვლეობა საუნდტრეკებში.
   როგორც წინა ბიოშოკებში აქაც განსაკუთრებთ გვაინტერესებს თითეული დეტალი,აქ ზედმეტი არაფერია,მაგრამ წინა სერიებისგან განსხვავებით ინფინიტში დიდი სურვილი გვაქვს იმისა,რომ უბრალოდ გარემო ვათვალიეროთ,თითქოს ლეონარდოს მონალიზას ნახატის წინ ვდგავართ,რომელსაც შეგვიძლია საათობით ვუცქიროთ.ეს ნამდვილი ხელოვნებაა, მაგრამ სამწუხაროდ წინ დიდებული თავგადასავალი გველის,სამყაროში ,რომელსაც ყავს ღმერთი.სამყაროში სადაც საუბარია რელიგიაზე,პატრიოტიზმზე,სხვადასხვა პოლიტიკურ  მდგომარეობაზე,წინ აღმატებული,სევდიანი და ქაოსური ემოციები გველის.გენიალურია ამ ზღაპრულ ქალაქებში როგორ გვიხატავენ შემქმნელები რელიგიურ თუ პატრიოტულ დოგმატებს,რასიზმსსა და ღმერთობას ისე,რომ ამ საკითხების ერთად თავმოყრა ერთმანეთს არ უშლიან ხელს.
-Are you afraid of God?
                                              -No i am afraid of you
  თუ კარგად დავაკვირდებთ ბიოშოკის დეტალებს,რომელიც ძალიან დაგვეხმარება დასასრულის გაგებაში. ასევე შეიძლება  გავავლოთ პარალელი რაპტორში მომხდარ მოვლენებთანაც,მაგალითად თუ კარგად გვახსოვს ის მომენტი როცა კოჰენის ერთერთი მოსწავლე უკრავდა პიანინოზე,რომელიც შემდგომ ფეთქდება,სწორედ მანდ შესრებული მუსიკა გვესმის ინფინიტის ერთერთ მომენტში.ნუ ეს მხოლოდ ერთერთი თეორია,რომელსაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს,საინტერესოა ეს დაემთხვა თუ დეველოპერებმა მართლა ასე საოცრად დააკავSირეს მომენტებიც კი,მაგრამ ერთი რამ ფაქტია,ბიოშოკ ინფინიტმა თამაშის სამივე ნაწილი შესანიშნავად გააერთიანა.დიდი შანსია თამაშის დასასრულმა  მთელი ღამეც კი გვაფიქრებინოს თუ რა მოხდა? როგორ დასრულდა?  da რაც მთავარია თამაში გვიტოვებს იმის შესაძლებლობას,რომ თითეულ მოთამაშეს თავისი თეორია ქონდესს.ეს ყველაფერი კი უმდიდრეს შინაარსზე მეტყველებს.


  თამაშის კომბატი ძალიან ქაოსური და სისხლიანია.მეტიც ვიდრე წინა ბიოშოკებში,ვიგორის შესაძლებლობები კვლავაც ძალიან ლამაზია,მაგრამ თამაშის კომბატმა ბევრში უკმაყოფილება გამოიწვია,მიზეზი ისაა,რომ ამ გენიალურ გარემოს ხშირად ქაოსური კომბატი გვიფუჭებს,მსგავსი რამ მეც  მიგრძვნია ხოლმე,მაგრამ დარწმუნებით არ შემიძლია იმის თქმა,რომ  ძალიან შემაწუხა,ცალკე აღებული კომბატიც შედევრია,უბრალოდ გენიალური გარემოსთან წანააღმდეგობაში მოდის ხოლმე.
  თამაშში საინტერესო მოწინააღმდეგები გვყავს,დიზაინისა თუ შესაძლებლობების მხრივ,მაგალითად პატრიოტი ვაშინგტონი.რაც მთავარია AI გენიალური არის,რისი ნათელი მაგალითი თავად ელიზაბეტია,რომელიც მთელი თამაშს განმავლბოაში ჩვენი პარტნიორია და უფრო გვილამაზებს გარემოს.


  ცალკე ელიზაბეთზე,როგორც    AI ზე და ჩვენ პარტნიორზე უამრავი დადებითი რაღაცის თქმა შეიძლება.ბიოშოკ ინფინიტმა გვაჩვენა,რომ ესკორტი შეიძლება იყოს სასიამოვნო,მეორე ის ,რომ   AI პარტნიორი შეიძლება იყოს ჭკვიანი და არ ვეძახოთ "ოეეე სად ხაარ,რას შვებიიი,მოდი აქეთ შენი დედაც" და ასე შემდეგ.ელიზაბეტი მისტიურ შესაძლებლობებსაც ფლობს და სხვადასხვანაირად გვეხმარება კიდეც.
  ხოლო EA ს უნდა ვურჩიოთ ის,რომ რელიზის გადადება არაფერს არ ვნებს თამაშს და ისეთი დაუსრულებელი თამაშს გამოშვებას როგორიც იყო "Mass Effect 3",ჯობია გადადო და უკეთესი თამაშები გამოუშვა.
  საბოლოოდ თამაში იმდენად გენიალურია,რომ მის მინუსზე საუბარი აღარ გვინდება,დიდი შანსია,რომ ვერ შევამჩნიოთ ან დაგვავიწყდეს  კიდეც,მაგრამ ნამდვილად აღსანიშნავია თამაშის ღარიბი გეიმფლეი.გასაკვირი არაა,რომ გარემოსთან საწინააღმდეგო კომბატ–ექშენის და ცუდი გეიმფლეის გამო არსებობენ ისეთი ადამაინები,რომლებთაც ძალიანაც არ მოსწონთ თამაში,რაც აუცილებლად გასაკრიტიკებელი და აღსანიშნავია.თუმცა მე თავს მივცემ იმის უფლებას,რომ Bioshock Infinite შედევრების სიაში ჩავწერო მიუხადავად მისი 1–2 ნაკლისა.


ჩემი ვერდიქტი:9.2/10
კრიტიკოსების ვერდიქტი 9.4/10


No comments:

Post a Comment