Saturday, September 29, 2012

ვიდეო თამაშები:მესამე–მეოთხე ერა




   როგორც უკვე  ავღნიშნეთ 1983 წელს თამაშების მესამე ერა (1983–1995)დაიწყო და ამ ეპოქის საუკეთესო კონსოლი გახდა იაპონური Nintendo Entertainment System (NES). აღსანიშნავია რომ ეს კონსოლი ლეგენდალურ კონსოლად ითვლება და ყველასათვის ცნობილმა საიტმა IGN "ყველა დროის საუკეთესო კონსოლის"ტიტული. რა თქმა უნდა შემდეგი თაობის კონსოლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს,მაგრამ ატარის დიდი ეპოქის შემდეგ ნინტენდომ სასწაულები მოახდინა,რაც მის გაყიდვებზეც მეტყველებს,შედეგი კი ასეთია: 2009 წლის მონაცემებით 61 მილიონი გაიყიდა! როგორც ჩანს,ეს კონსოლი წარსულში არ ჩარჩა,ხოლო ამ კონსოლის ყველაზე პოპულარული თამაში Super Mario Bros. 40 მილიონამდე  გაიყიდა.მარიოს სერიები დღემდეც დიდი პოპულარულობით სარგებლობენ,განსაკუთრებით იაპონიაში.Masayuki Uemura,სწორედ ამ ადამიანის წყალობით შეიქმნა ეს  კონსოლი,ხოლო Shigeru Miyamoto არის ლეგენდარული გეიმინგ დიზაინერი,რომელმაც შექმნა ლეგენდალური Super Mario Bros და The Legend of Zelda.რა თქმა უნდა ეს ადამიანი ყველა აღიარა,განსაკუთრებით სპაიკის იდეო თამაშების დაჯილდოვების ცერემონიაზე,რომელიც შედგა 2011 წელს.აი აქვე ვიდეოც :


  რა თქმა უნდა,ამ დროს სხვა კონსოელბიც არსებობდნენ,მაგრამ ნინტენდოს კონკურენციას SEGA უწევდა,მესამე თაობა ნინტენდოს გამარჯვებით დასრულდა,თანაც დიდი უპირატესობით,მაგრამ უკვე მეოთხე თაობიდან (1988–1999) სეგამ დიდი კონკურენცია გაუწია ნინტენდოს,ამ კონსოლებს დაემატა PC Engine,ცნობილი როგორც TurboGrafx-16,რომელიც 1987 წელს შეიქმნა,ამ კონსოლის ყველაზე პოპულარული თამაში იყო Bonk's Adventure,ხოლო სეგას Genesis/Mega Drive 1988 წელს,რომელმაც შემოგვთავაზე თამაშები Sonic the Hedgehog(ყველაზე პოპულარული,რომელიც 15 მილიონი გაიყიდა) Mortal Combat,Batman,Duke Nukem,Fifa,NBA,James Bond და სხვა. სეგამ თავისი თამაშებით დიდ წარმატებას მიაღწია და დამსახურებულადაც,მაგრამ ამჯერად ჯერი ნინტენდოზე იყო,რომელმაც 1990 წელს გამოუშვა კონსოლი  Super Nintendo Entertainment System,რომლის Super Mario World 20 მილიონი გაიყიდა.



საბოლო შედეგები კი ასეთია:
Super Famicom/Super Nintendo Entertainment System 49.10 million[27]
Sega Mega Drive/Genesis plus add-on's 46.25 million
PC Engine/TurboGrafx-16 10 million
როგორც ჩანს,გამარჯვებული კვლავაც ნინტენდოა,თუმცა ეს იმას არ ნიშნავს ,რომ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ,რომ ნინტენდოს თამაშები უკეთესია ვიე სეგასი.ასევე აღსანიშნავია ის,რომ სამივე კონსოლი იაპონურია!

   ამ ეპოქაშიც შეიქმნა პირველი პორტარული კონსოლიც,რაც აგრეთვე დიდი მიღწევაა.ამ შემთხვევაშიც მადლბოა ნინტენდოს,რომელმაც შექმნა პირველი პორტატული კონსოლი ''Game Boy'',რომელიც 118.69 million გაიყიდა,ხოლო მისი ყველაზე პოპულარული თამაში ''Tetris'' 35 მილიონი,სეგას "Sega Game Gear" კი 15 მილიონი



   

ვიდეო თამაშები:მეორე ერა

The Magnavox Odyssey

ასე თუ ისე გავეცანით ვიდეო თამაშების უძველეს ისტორიას,შეიძლება ამ თამაშებმა დიდი წვლილი ვერ შეიტანეს თამაშების განვითარებაში,მაგრამ მათ ჩამოაყალიბეს იდეა და რაც მთავარია ყოველ ახალ შემოქმედს დაუტოვეს იდეა,რათა განვითარებულიყო გრაფიკა თუ სხვა სათამაშოდ აუცილებელი მასალა.
    უძველესი სათამაშო ეპოქის საუკეთესო თამაშებად შეგვიძლია ჩავთვალოთ Tennis for two და SpaceWar, ამ თამაშებმა  შეასრულეს თავიანთი მისია,ამ თამაშის მიმსგავსებით ბევრი თამაში შეიქმნა
    მაშ ასე,უძველესი ერა დასრულდა და პირველი თაობის ერა დაიწყო 70 იან წლებში,ამას ხელი დიდად  შეუწყო Ralph Baer ის 1968 წელს გამოშვებულმა კონსოლმა brown box და 1972 წელს გამოშვებულმა კონსოლმა Magnavox Odyssey იმ,პირველი კონსოლი,რომელიც უერთდებოდა ტელევიზორს,ასე რომ დიდი მადლობა რალფს


ბატონმა რალფმა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისგან მიიღო ტექნოლოგიის ნაციონალური მედალი
1971 წელს გამოდის თამაში Galaxy Game და Computer Space სადაც იგრძნობა SpaceWar ის გავლენა(Nolan Bushnell და Ted Dabney ),Nolan Bushnell და Ted Dabney  მა დაარსეს კომპანია ატარი და ამის შემდეგ კი გამოდის კომპანია Atariს თამაში Pong,რომელმაც კომერციული თვალსაზრისით დიდ წარმატებას მიაღწია და დასაბამი მისცა ცნობილ კომპანიას ატარის,ეს თამაში 1972 წელს კონსოლ The Magnavox Odyssey ისთვისაც გამოდის,ხოლო  1975 წელს ატარი უშვებს ცალკე საშინაო კონსოლს ამ თამაშისთვის.ოფიციალურად პირველი თამაში შეიძლება პონგი ჩაითვალოს და პირველ ოფიციალურ კონსოლად The Magnavox Odyssey.
   პონგმა ატარის დიდი წარმატება მოუტანა,ატარიმ კიდევ უფრო გადადგა ნაბიჯi წინ და გამოუშვა ახალი კონსოლი  Atari 2600 VCS 1977 წელს,საბედნიეროდ ატარის კონკურენტები გამოუჩნდენ და Coleco მა გამოუშვა კონსოლი Telstar.შემდგომ Mattel მა გამოუშვა კონსოლი Intellivision..ატარიმ არ დააყოვნა და გამოუშვა კონსოლი Atari 5200.სწორედ 1997   წლიდან 1983 მდე არის  არკადული თამაშების ოქროს ხანა  Space Invaders (1978), Asteroids (1979), and Galaxian (1979) Pac-Man, Missile Command, Berzerk, Defender, Pinball .გამოდის პირველი რეისინგ თამაში Space Race,რომელიც ასევე ატარის საკუთრებაა.Steve Colley შუთერი Maze War 1774 წელს,რომელიც პირველი შუთერის გარდა სახელდება პირველ 3D თამაშად
 


Nolan Bushnell და ლეგენდალური პონგი

    1979 წელს შეიქმნა Activision რომელიც დღეს ყველასთვის ცნობილია და Atari 2600 ისთვის უშვებდნენ თამაშებს.ეს კომპანია შექმნილია ატარის პროგრამისტების მიერ.ამ პერიოდში ატარისთვის თამაშებს ცნობილი კომპანია Namcoც  უშვებდა.Nintendo მ გამოუშვა კონსოლი Color TV Game.ნინტედოს პრეზიდენტი  შიგერუ მიამოტო კი 1981 წელს არკადულ სისტემაზე ქმნის ლეგენდალურ თამაშს მარიოს.
        თანდათან მოიმატა კონსოლების რაოდენობამ,მათზე სათითაოდ საუბარი შორს წაგვიყვანს,მაგრამ უნდა ავღნიშნოთ,რომ არსებულ კონსოლებს შორის ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია, Atari 2600 ის მოგებამ შეადგინა 30 მილიონს,ხოლო Intellivision მა მხოლოდ 3 მილიონი .
    როგორც გავიგეთ პირველი თაობის თამაშებში დიდი წვლილი შეიტანა Ralph Baer მა,ხოლო ძალიან გაანავითარა კომპანია ატარიმ,რომლის პრეზიდენტები იყვნენ Nolan Bushnell და Ted Dabney) ასე რომ მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ვიდეო თამაშების განვითარებაში და  Atari 2600 დომინანტი იყო პირველი თაობიდან მეორე თაობამდე.
Atari2600
მაშ ასე პირველი თაობის დომინანტი იყო რალფის  კონსოლი The Magnavox Odyssey სადაც გამობრწყინდა ატარი თავისი თამაშითპონგ,უკვე მეორე თაობის დომინანტი თავად ატარი ხდება თავისი კონსოლით Atari2600.
     1980 იანი წლების დასაწყისში  გააქტიურდა იაპონური კომპანია ნინტენდო და 1983 გამოვიდა კონსოლი Nintendo Entertainment System (NES),რადგანაც  ევროპაში და ამერიკაში ძალიან პოპულარული იყო ატარი,ეს კონსოლი დროებით ჩრდილში მოექცა,მაგრამ 1985 წელს იაპონიის გარეთაც გავიდა ბაზარზე და მოახდინა დიდი ფურორი!სწორედ ნინტენდო იწყებს მესამე თაობის თამაშების ეპოქას!

Friday, September 28, 2012

ვიდეო თამაშები:უძველესი ერა (პირველი თაობა)



ვიდეო თამაშები–დღესდღეობით შესანიშნავი გასართობი საშუალება,ზოგი მანიაკალურად დღის უმეტეს ნაწილს თამაშში ატარებს,ზოგს უბრალოდ უყვარს და სიამოვნებას იღებს,ზოგს დრო გაყავს,ზოგისთვის კიდევ უბრალოდ ბავშური გასართობია,მაგრამ არც ისე ბევრი უყურებს ამ სფეროს,როგორც ხელოვნებას.მართალია, დღეს ვიდეო თამაშები რეალობასთან მიახლოებული გრაფიკით გვხვდება,ამავდროულად მრავალფეროვანი მუსიკებით და ასევე მშვენიერი დიზაინით,მხატვრული ნამუშევრებით,პერსონაჟებით თუ შინაარსით. ამ ყველაფერს კი დიდი ისტორია აქვს დ ასაინტერესოა თუ როგორ გახდა ეს სფერო თანამედროვე კულტურის ნაწილი და რა გზა განვლო აქამდე.
    ვიდეო თამაშების ისტორია 40 იანი წლებიდან მოდის,როცა ამერიკული ტელევიზიის პიონერმა  და ფიზიკუს პროფესორმა Thomas T. Goldsmith მა (იანვარი 9, 1910 – მარტი 5, 2009) შექმნა პირველი სიმულატორული თამაში Cathode ray tube სთვის ( ტელევიზორი),რა თქმა უდნა ეს საკითხი სადაო არის,მაგრამ პირველ თამაშად სახელდება Cathode-Ray Tube Amusement Device,რომელიც გამოიგონა Thomas T. Goldsmith მა,რომელიც ვიდეო თამაშს არის მიმსგავსებული,რა თქმა უნდა ეს ოფიციალურად არ არის დამტკიცებული,ამ "ვიდეო თამაშის" შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომის რადარმა,აქვე ამ თამაშის ვიდეო,რომელიც ისტორის  ნაწილია.ნუ რა ხდება მე ვერ გავარკვიე :)))) თუმცა მოქმედებას აკონტროლებდა ადამიანი და ასე თუ ისე ქონდა თამაშის სახე
ოდნავ მოგვიანებით Alan Turing მა დაწერა პროგრამა ჭადრაკის სათამაშოდ,მაგრამ ეს იმდენად სუსტი იყო,რომ შეუძლებელი იყო ბოლომდე, სრულად თამაში,ხოლო 1952 წელს  Alexander S. Douglas   მა კომპიუტერ EDSAC ისთვის,რომელიც იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის,დაწერა თამაში OXO,რომელიც ასევე ითვლება პირველ თამაშად.ალბათ ყველას გვითამაშია ფურცელზე  ეს თამაში :) ამ კომპიუტერით კი მხოლოდ კომპიუტერის წინააღმდეგ შეგეძლო თამაში

ბევრის აზრით კი პირველი გრაფიკული თამაში იყო Tennis for two,რომელიც 1952 წელს შექმნა William Higinbotham მა,ხოლო გეიმინგმა უფრო "'რეალური'' სახე მიიღო 1962 წელს როცა გამოვიდა SpaceWar 


 
ეს ერა სრულდება 60 იანი წლების ბოლოს და 70 იანი წლების დასაწყისში,როდესაც Ralph Baer 1968 შექმნა პირველი კონსოლი brown box.შეიძლება ამ ერას პირველი თაობა ვუწოდოთ