Saturday, September 29, 2012

ვიდეო თამაშები:მეორე ერა

The Magnavox Odyssey

ასე თუ ისე გავეცანით ვიდეო თამაშების უძველეს ისტორიას,შეიძლება ამ თამაშებმა დიდი წვლილი ვერ შეიტანეს თამაშების განვითარებაში,მაგრამ მათ ჩამოაყალიბეს იდეა და რაც მთავარია ყოველ ახალ შემოქმედს დაუტოვეს იდეა,რათა განვითარებულიყო გრაფიკა თუ სხვა სათამაშოდ აუცილებელი მასალა.
    უძველესი სათამაშო ეპოქის საუკეთესო თამაშებად შეგვიძლია ჩავთვალოთ Tennis for two და SpaceWar, ამ თამაშებმა  შეასრულეს თავიანთი მისია,ამ თამაშის მიმსგავსებით ბევრი თამაში შეიქმნა
    მაშ ასე,უძველესი ერა დასრულდა და პირველი თაობის ერა დაიწყო 70 იან წლებში,ამას ხელი დიდად  შეუწყო Ralph Baer ის 1968 წელს გამოშვებულმა კონსოლმა brown box და 1972 წელს გამოშვებულმა კონსოლმა Magnavox Odyssey იმ,პირველი კონსოლი,რომელიც უერთდებოდა ტელევიზორს,ასე რომ დიდი მადლობა რალფს


ბატონმა რალფმა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისგან მიიღო ტექნოლოგიის ნაციონალური მედალი
1971 წელს გამოდის თამაში Galaxy Game და Computer Space სადაც იგრძნობა SpaceWar ის გავლენა(Nolan Bushnell და Ted Dabney ),Nolan Bushnell და Ted Dabney  მა დაარსეს კომპანია ატარი და ამის შემდეგ კი გამოდის კომპანია Atariს თამაში Pong,რომელმაც კომერციული თვალსაზრისით დიდ წარმატებას მიაღწია და დასაბამი მისცა ცნობილ კომპანიას ატარის,ეს თამაში 1972 წელს კონსოლ The Magnavox Odyssey ისთვისაც გამოდის,ხოლო  1975 წელს ატარი უშვებს ცალკე საშინაო კონსოლს ამ თამაშისთვის.ოფიციალურად პირველი თამაში შეიძლება პონგი ჩაითვალოს და პირველ ოფიციალურ კონსოლად The Magnavox Odyssey.
   პონგმა ატარის დიდი წარმატება მოუტანა,ატარიმ კიდევ უფრო გადადგა ნაბიჯi წინ და გამოუშვა ახალი კონსოლი  Atari 2600 VCS 1977 წელს,საბედნიეროდ ატარის კონკურენტები გამოუჩნდენ და Coleco მა გამოუშვა კონსოლი Telstar.შემდგომ Mattel მა გამოუშვა კონსოლი Intellivision..ატარიმ არ დააყოვნა და გამოუშვა კონსოლი Atari 5200.სწორედ 1997   წლიდან 1983 მდე არის  არკადული თამაშების ოქროს ხანა  Space Invaders (1978), Asteroids (1979), and Galaxian (1979) Pac-Man, Missile Command, Berzerk, Defender, Pinball .გამოდის პირველი რეისინგ თამაში Space Race,რომელიც ასევე ატარის საკუთრებაა.Steve Colley შუთერი Maze War 1774 წელს,რომელიც პირველი შუთერის გარდა სახელდება პირველ 3D თამაშად
 


Nolan Bushnell და ლეგენდალური პონგი

    1979 წელს შეიქმნა Activision რომელიც დღეს ყველასთვის ცნობილია და Atari 2600 ისთვის უშვებდნენ თამაშებს.ეს კომპანია შექმნილია ატარის პროგრამისტების მიერ.ამ პერიოდში ატარისთვის თამაშებს ცნობილი კომპანია Namcoც  უშვებდა.Nintendo მ გამოუშვა კონსოლი Color TV Game.ნინტედოს პრეზიდენტი  შიგერუ მიამოტო კი 1981 წელს არკადულ სისტემაზე ქმნის ლეგენდალურ თამაშს მარიოს.
        თანდათან მოიმატა კონსოლების რაოდენობამ,მათზე სათითაოდ საუბარი შორს წაგვიყვანს,მაგრამ უნდა ავღნიშნოთ,რომ არსებულ კონსოლებს შორის ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია, Atari 2600 ის მოგებამ შეადგინა 30 მილიონს,ხოლო Intellivision მა მხოლოდ 3 მილიონი .
    როგორც გავიგეთ პირველი თაობის თამაშებში დიდი წვლილი შეიტანა Ralph Baer მა,ხოლო ძალიან გაანავითარა კომპანია ატარიმ,რომლის პრეზიდენტები იყვნენ Nolan Bushnell და Ted Dabney) ასე რომ მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ვიდეო თამაშების განვითარებაში და  Atari 2600 დომინანტი იყო პირველი თაობიდან მეორე თაობამდე.
Atari2600
მაშ ასე პირველი თაობის დომინანტი იყო რალფის  კონსოლი The Magnavox Odyssey სადაც გამობრწყინდა ატარი თავისი თამაშითპონგ,უკვე მეორე თაობის დომინანტი თავად ატარი ხდება თავისი კონსოლით Atari2600.
     1980 იანი წლების დასაწყისში  გააქტიურდა იაპონური კომპანია ნინტენდო და 1983 გამოვიდა კონსოლი Nintendo Entertainment System (NES),რადგანაც  ევროპაში და ამერიკაში ძალიან პოპულარული იყო ატარი,ეს კონსოლი დროებით ჩრდილში მოექცა,მაგრამ 1985 წელს იაპონიის გარეთაც გავიდა ბაზარზე და მოახდინა დიდი ფურორი!სწორედ ნინტენდო იწყებს მესამე თაობის თამაშების ეპოქას!

No comments:

Post a Comment