Friday, September 28, 2012

ვიდეო თამაშები:უძველესი ერა (პირველი თაობა)



ვიდეო თამაშები–დღესდღეობით შესანიშნავი გასართობი საშუალება,ზოგი მანიაკალურად დღის უმეტეს ნაწილს თამაშში ატარებს,ზოგს უბრალოდ უყვარს და სიამოვნებას იღებს,ზოგს დრო გაყავს,ზოგისთვის კიდევ უბრალოდ ბავშური გასართობია,მაგრამ არც ისე ბევრი უყურებს ამ სფეროს,როგორც ხელოვნებას.მართალია, დღეს ვიდეო თამაშები რეალობასთან მიახლოებული გრაფიკით გვხვდება,ამავდროულად მრავალფეროვანი მუსიკებით და ასევე მშვენიერი დიზაინით,მხატვრული ნამუშევრებით,პერსონაჟებით თუ შინაარსით. ამ ყველაფერს კი დიდი ისტორია აქვს დ ასაინტერესოა თუ როგორ გახდა ეს სფერო თანამედროვე კულტურის ნაწილი და რა გზა განვლო აქამდე.
    ვიდეო თამაშების ისტორია 40 იანი წლებიდან მოდის,როცა ამერიკული ტელევიზიის პიონერმა  და ფიზიკუს პროფესორმა Thomas T. Goldsmith მა (იანვარი 9, 1910 – მარტი 5, 2009) შექმნა პირველი სიმულატორული თამაში Cathode ray tube სთვის ( ტელევიზორი),რა თქმა უდნა ეს საკითხი სადაო არის,მაგრამ პირველ თამაშად სახელდება Cathode-Ray Tube Amusement Device,რომელიც გამოიგონა Thomas T. Goldsmith მა,რომელიც ვიდეო თამაშს არის მიმსგავსებული,რა თქმა უნდა ეს ოფიციალურად არ არის დამტკიცებული,ამ "ვიდეო თამაშის" შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომის რადარმა,აქვე ამ თამაშის ვიდეო,რომელიც ისტორის  ნაწილია.ნუ რა ხდება მე ვერ გავარკვიე :)))) თუმცა მოქმედებას აკონტროლებდა ადამიანი და ასე თუ ისე ქონდა თამაშის სახე
ოდნავ მოგვიანებით Alan Turing მა დაწერა პროგრამა ჭადრაკის სათამაშოდ,მაგრამ ეს იმდენად სუსტი იყო,რომ შეუძლებელი იყო ბოლომდე, სრულად თამაში,ხოლო 1952 წელს  Alexander S. Douglas   მა კომპიუტერ EDSAC ისთვის,რომელიც იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის,დაწერა თამაში OXO,რომელიც ასევე ითვლება პირველ თამაშად.ალბათ ყველას გვითამაშია ფურცელზე  ეს თამაში :) ამ კომპიუტერით კი მხოლოდ კომპიუტერის წინააღმდეგ შეგეძლო თამაში

ბევრის აზრით კი პირველი გრაფიკული თამაში იყო Tennis for two,რომელიც 1952 წელს შექმნა William Higinbotham მა,ხოლო გეიმინგმა უფრო "'რეალური'' სახე მიიღო 1962 წელს როცა გამოვიდა SpaceWar 


 
ეს ერა სრულდება 60 იანი წლების ბოლოს და 70 იანი წლების დასაწყისში,როდესაც Ralph Baer 1968 შექმნა პირველი კონსოლი brown box.შეიძლება ამ ერას პირველი თაობა ვუწოდოთ



No comments:

Post a Comment