Monday, January 21, 2013

Dishonored

Revenge Solves Everything
   Arkane Studios- კომპანია,რომელიც მუდამ ცდილობს ინოვაციური იყოს.ძველი მოთამაშეებისთვის ალბათ ცნობილი იქნება Arx Fatalis,რომელიც დღემდე ცნობილია ვისი უნიკალური ატმოსფეროთი,ამის შემდგომ კომპანიამ გამოუშვა თამაში Dark messiah of Might and Magic,რომელსაც აღსანიშნავი ატმოსფერო ქონდა.ბუნებრივია,ასეთი დეველოპერების ხელში თამაში მუდამ საინტერესო ხდება და ყველაში იწვევს დიდ ინტერესს.Dishonored ის  ტრეილერმა მოგვაგონა ისეთი თამაშები როგორიცაა Thief,Bioshock,Arx Fatalis,Half Life.
   თამაში საოცარია თავისი გეიმფლეით,ასეთი ასასინური თავისუფლება და დინამიურობა აქამდე არცერთ თამაშს არ ჰქონია.ასევე აღსანიშნავია სულით და გულით შესრულებული არტი,რომელიც ეკუთვნის ბევრისთვის უცნობ უძლიერეს მხატვარს Viktor Antonov ,რომლის წვლილი დიდი არის  Half Life ჩამოყალიბებაში,ისეთ თამაშად,რომელი სამუდამოდ ჩვენ გონებაში რჩება.


  Dishonored ის მთავარი პერსონაჟი არის Corvo,რომელიც არის იმპერატორის მცველი.კორვოს საოცარი თავგადასავალი იწყება მაშინ,როცა იმპერატორს ასასინები კლავენ,ხოლო კორვო ეჭვმიტანილი ხდება.მას შურისძიების აღსრულებაში ეხმარება მისტიური პერსონაჟი The Outsider,რომელიც კორვოს ზუნებრივი ძალებით დაასაჩუქრებს,მაგრამ ეს ზებუნებრივობა ნამდვილად საჩუქარია? თუ წყევლა? ამ კითხვებზე პასუხის მოპოვება რთულია,მაგრამ კორვოს სახიფათო თავგადასავალი ელის წინ.
   თამაშის გეიმფლეი,ასასინური ზებუნებრივი შესაძლებლობები,სულ უფრო და უფრო ჩამთრევია და მოთამაშე იძირება საოცარ ატმოსფეროში.თამაშში არაა,რაღაც თანმდევი ვიდეოები,რომელიც რაღაც შინაარს და ისტორიას გვიყვებიან,შინაარსის ასეთი გაცნობის მეთოდი ბრყინვალედ იქნა გადმოტანილი The Elder Scrolls იდან.ჩაეძიეთ სამყაროს და თქვენ უფრო მეტ შინაარს და ისტორიას მიიღებთ ვიდრე სხვა უამრავ თამაშში.თქვენი მოქმედება და გადაწყვეტილება თამაშის შინაარსზე იქონიებს გავლენას და კრეატიული ასასინობით უფრო გაიხანგრძლივებთ სიამოვნებას.


   რაც შეეხება თამაშის ხანგრძლივობას,რომელიც გაკრიტიკებული იქნა შინაარსთან ერთად,სრულაც არაა პატარა,მითუმეტეს თუ სამყაროს ჩავეძიებით,არ დავიზარებთ ადგილების გამოკვლევას და არ დავასრულებთ თამაშს უაზრო ხოცვა ჟლეტვით.თამაშს ყველანაირი შესაძლებლობაა აქ იმის,რომ არ დავიზაროთ ჩაძიებები და გამოკვლევები და მივიღოთ მეტი ინფორმაცია სამყაროს შესახებ.შემიძლია ვთქვა,რომ თამაში არაა პატარა და არის საშუალო ზომის, მითუმეტეს დამატებებიც გველოდება წინ,რაც ალბათ უფრო მეტს გაგვაგებინებს თამაშის შესახებ,ასევე სხვა მეთოდებით მეორეჯერ გასვლა ნამდვილად არ იქნება მოსაწყენი,მითუმეტეს თამაში კარგ  "Achievement" სისტემასაც გვთავაზობს,შეგვიძლია დავასრულოთ ისე,რომ არავინ არ შეგვამჩნიოს ან არავინ მოვკლათ,ან მხოლოდ კომბატს მივაქციოთ ყურადღება და ბევრი სისხლი დავღვაროთ,ან გავგუდოთ მოწინააღმდეგები და დავმალოთ უსაფრთო ადგილას,სთელსის კომბატთან შეზავებაც საკმაოდ კარგი სიამოვნებაცაა.
  Dishonored მა ნამდვილად დაჯაბნა Hitman: Absolution და Assassin's Creed III:American Revolution,თამაში არაა იდეალური,მაგრამ არის უძლიერესი პროლოგი,რომლის გაგრძელებას უკვე ელის უამრავი მოთამაშე

საბოლოო ვერდიქტი 9/10
  

Sunday, January 20, 2013

The Walking Dead

    Telltale Games მუდამ გამოირჩეოდა თავისი სტილით,დეველოპერები დიდ ყურადღებას უთმობდნენ შინაარსა და ისტორიას `და ასევე არასდროს ღალატობდნენ თავიანთ ჟანრსა და სტილს,თუმცა მათ თამაშებს მუდამ რაღაც აკლდა დიდი წარმატებისათვის.დაანონსებულმა თამაშმა The Walking Dead,რომელიც უკვე ცნობილი კომიქსი და ამავდროულად ტელეშოუ იყო, ვერ მიიქცია დიდი ყურადღება,მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა წლის საუკეთესო და ინოვაციური თამაში PS3 ის ექსკლუზიურ თამაშ Journey სთან ერთად.
   თამაშის მთავარი პერსონაჟი არის ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი Lee Everett,რომელიც უეცრად აღმოჩნდება ისეთ გარემოში სადაც მოსიარულე მკვდრები არიან გავრცელებული.ლი ახლოს მდებარე სახლში შეემთხვევით იპოვის მშობლების გარეშე დარჩენილ ბავშვს,სახელად  Clementine,სწორედ აქიდან იწყება მათი თავგადასავალი საშინელ გარემოში,რომელიც სავსეა ხიფათებით,ხოლო ლიის მთავარი მიზანი ხდება კლემენტაინის დაცვა და ამავდროულად მის ახალ მეგობრებთან ერთად ბრძოლა გადარჩენისთვის.


    მოთამაშეებს მთელი თამაშის განმავლობაში მოუწევთ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება,რისი გაკეთებაც ძალიან გვირთულდება.დეველეპორებმა უმაღლეს დონეზე აიყვანეს ურთიერთობა და მძიმე გადაწყვეტილებების მიღება,რაც თამაშის აწყმოსა და მომავალზე მოქმედებს.რა თქმა უნდა ჩვენი გადაწყვეტილებები შეიძლება  არ გამოდგეს სწორი და მეგობრის სიკვდილიც კი გამოიწვიეს,დამიჯერეთ ესეთი შემთხვევები გაოგნებულად დაგტოვებთ.
    თამაშის აპოკალიპსური ატმოსფერო მშვენივრად არის გადმოცემული,თავისი ხატვის სტილით,გეიმფლეით და პერსონაჟებით.ვის დავუჯეროთ? ვის ვენდოთ? ვინ ვიხსნათ სიკვდილისგან,ვინ გავწიროთ?ვიყოთ თუ არა ლმობიერები ესეთი საშინელ გარემოში თუ ვიყოთ მკაცრები? ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ამ თამაშში ისეთივე რთულია,როგორიც რეალურ ცხოვრებაში და არ გვაძლევს იმის საშუალებას,რომ ერთი წამითაც მოვდუნდეთ.თამაში ხშირად ნელა ვითარდება,მაგრამ მზად იყავით აფეთქებისთვის და იმ ადრენალინისთვის რაც თამაშის მარტივ კომბატს მოაქვს და გაუფრთხილდით თქვენ მაუსებს,შეხვდით მომზადებულნი მკაცრ რეალობას
  თამაში გრაფიკულობით არ გამოირჩევა,მაგრამ ზუსტად ატმოსფეროს შესაფერისი გრაფიკაა და სწორედ ისეთი,რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის სასიამოვნო იქნება,ეს თამაში ყველაm უნდა სცადოს არ აქვს მნიშვნელობა არის თუ არა იგი გეიმერი,რადგან ეს არის თამაში,რომელმაც თავისი პერსონაჟებით, გადაწყვეტილებებით, მუსიკით, ისტორიით,სევდიანი სცენებით და დასასრულით ყველა აატირა.რა თქმა უნდა,სრულიად დამსახურებულად მიიღო უმრავი ჯილდო.კიდევ ერთხელ ბრავო    Telltale Games,რომელმაც 2013 წლისთვის თამაშის გააგრძელება დაანონსა



საბოლოო ვერდიქტი: 9/10
კრიტიკოსების რეიტინგი 9.4/100

Saturday, January 19, 2013

Hitman: Absolution



Hitman ის სერიები განსაკუთრებით დიდ მოწონებას იმსახურებდა სთელსის ჟანრის მოყვარულთათვის და რა თქმა უნდა Hitman: Absolution იც არ დარჩა ყურადღების მიღმა,სერიული მკვლელი 47 დაბრუნდა!
    დეველოპერებმა ბევრი სიახლე შემოგთავაზეს,თამაში დახვეწილია გრაფიკულად და გეიმფლეით,ხოლო ბატონი 47  უკვე თავის ბოსებზე ნადირობს? რატომ? იგი ექსპერიმენტების მსხვერპლია,გაიზარდა ცივ სისხლიან პროფესიონალ მკვლელად,მაგრამ ერთადერთი ''დადებითი'' ადამიანი მის "ცხოვრებაში'' აღმოჩნდა დაიანა,რომელსაც ევალებოდა მიეწოდებინა ინფორმაცია 47 ისთვის.დაიანა გაურკვევლად ღალატობს ორგანიზაციას,ხოლო 47 ს მის მოსაკლავად აგზავნიან და პირველი მისია რისი შესრულებაც მოთამაშეებს მოუწევთ ეს არის დაიანას მკვლელობა.მას შემდეგ  როცა ჰითმენი დაიანას სასიკვდილოდ დაჭრის,დაიანა მას უხსნის თუ რატომ მოიქცა ასე და სთხოვს დაიცვას გოგონა სახელად ვიქტორია,რომელიც ასევე ექსპერიმენტების მსხვერპლია.

    დარჩა თუ არა 47 ამ მოვლენების შემდეგ ისეთ მკლველად,როგორებიც მოთამაშეებს სურდათ? ეს კითხვა ბევრჯერ დაისვა,ბევრს არ მოეწონა ახალი 47,ბევრი კი პოზიტიურად შეხვდა.მე კი ვთვლი,რომ 47 ის პერსონაჟი ისეთივე ბედესი დარჩა,როგორიც იყო,მაგრამ გეიმფლეიში გვხვდება ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტები,მაგალთად როცა ჰითმენი ადამიანს კლავს უფრო მეტი ქულა აკლდება ვიდრე მისი გათიშვის დროს,მისი გვამის გადამალვის შემდეგ კი იმდენივე ქულა ემატება,რამდენიც გათიშვის დროს დაკარგა.რა თქმა უნდა ჰითმენი უნდა მოქმედებდეს ჩუმად,მაგრამ როცა შენი სურვილით კლავ ვიღაცას,რადგან საქმეს ასე ჭირდება,ხოლო თამაშში გაკლდება ქულები,ეს ოდნავ ატმოსფეროზე მოქმედებს და მუდამ გიბიძგებს იმისკენ,რომ  ნაკლებად მოიქცე მკვლელად,რაც თამაშს ზოგჯერ მოსაწყენს ხდის და ვერც ჰითმენად ვგრძნობთ თავს,ჩემი აზრით ეს სისტემა დაუხვეწავია
   ზემოთ ავღიშნეთ ქულების სისტემა,რაც უფრო მეტ ქულას მოვაგროვებთ ჩვენი ასასინური სკილები უფრო იმატებენ,რაც რა თქმა უნდა კარგი სისტემაა,თუმცა როგორც უკვე ვახსენით უფრო დასახვეწია.ჩვენი მტრების მოსაკლავად უამრავი ხერხი არსებობს,ეს იქნება მოწამვლა,აფეთქება,ჩუმად მოკვლა თუ უბედური შემთხვევის ინსცინირება.ასევე გვაქ ინსტიქტი,რისი მეშვეობით ჰითმენს უადვილდება მოწინააღმდეგების დანახვა და მათი მოქმედებების წინასწარ შეფასება.სასურველია ყური ვუგდოთ საუბარსაც და ვიყოთ უფრო მეტად მომთმენები,გავანაალიზოთ და შემდეგ ვიმოქმედოთ.ასევე  უფრო დაიხვეწა შენიღბვა,მაგრამ მაინც ხშირად მაინც გვიხვდება სახის დამალვა,რათა სახეზე დაკვირვების დროს,რომ არ გვიცნონ,რა თქმა უნდა ეს უფრო რეალისტურია,მაგრმა ხშირად ინსტიქტის გამოყენება და სხვის ფორმაში გადაცმული დამალვა არასასიამოვნოა ხოლმე.ეს სისტემაც დასახვეწია ქულების სისტემის მსგავსად. მითუმეტეს ადგილები ხშირად გადატვირთული გვხვდება  ადამიანებით.ხოლო ამდენი დაუხვეწაობა  არასასიამოვნო სათავგადასლო შეგრძნებას ტოვებს ხოლმე
    შინაარსი ჩემი აზრით ნორმალური გამოდგა,47 ის არ დაუკარგავს თავისი "ბედესობა"  და თავის ბოსებზე ნადირობა,ვიქტორიას დასაცავად ნორმალური თავგადასავალი გამოდგა.Hitman: Absolution  კარგი თამაშია,მაგრამ გასაგებია ფანების ნეგატიური შეფასებებიც,რადგან  Hitman: Absolution სხვა თავგადასავალია,ახალ ძრავზე შექმნილი და ბევრი სიახლებით,რაც სამწუხაროდ დაუხვეწავია არც პერსონაჟები არიან მოწონების ღირსი და მხოლოდ "იაფი" იუმორით გამოირჩევიან.ეს არის თამაში,რომელიც შეიძლება ერთ კატეგორიას ძალიან მოეწონოს,ხოლო მეორეს პირიქით, არ მოეწონოს



საბოლოო ვერდიქტი 7.5/10





Friday, January 18, 2013

Assassin's Creed III:American Revolution

     Assassin's Creed II: Revelations სევდიანად და დამაინტრიგებლად დასრულდა,მაგრამ აღსანიშნავია  რომ  ''Revelations'' ყველაზე სუსტი გამოდგა არსებულ ნაწილებს შორის ერთადერთი პლიუსი თამაშისა ის იყო,რომ მოთამაშეებს მიეცათ საშუალება გაეგოთ უფრო მეტი ინფორმაცია ალტაირის შესახებ და ბოლოს ეპიკური და ამავდროულად სევდიანი დასასრული,როდესაც  ეციო "ხვდება"  თავის წინაპარს ალტაირს.უბისოფტმა ალტაირის ისტორია,მისი და ეციოს ისტორიის დასასრული ნამდვილად გულშიჩამწვდომად გააკეთა და მოთამაშეებს გული აუჩუყა,მაგრამ ამ ნაწილში გეიმფლეის,გრაფიკის თუ სხვა სათამაშო რესურსის პროგრესი არ იყო,ასევე არასაინტერესო იყო დესმონდის ისტორიაც,რამაც რა თქმა უნდა უკმაყოფილება გამოიწვია.თუმცა უბისოფტმა მალევე დაანონსა,უკვე ოფიციალური მესამე ნაწილი,სადაც მოთამაშეებს მოუწევდათ ინდიელი "კონორის'' საშუალებით ამერიკულ რევოლუციაში დაბრუნება.რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია,სავარაუდოდ ძალიან საინტერესო უნდა ყოფილიყო ინდიელი ბიჭით თამაში და ინდიელები გარემოს თუ კულტურის ათვისება,შემდგომ კი ამერიკულ რევოლუციაში მონაწილეობა,ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა,რომ თამაში იქმენებოდა ახალ ძრავზე.
    Assassin's Creed III:American Revolution  გამოვიდა 30 ოქტომბერს,ბუნებრივია თამაში ძალიან ბევრი გაიყიდა და მოთამაშეებიც შეუდგნენ  თამაშს.
   თავიდან თამაშს ვიწყებთ უცნობი პერსონაჟით ვინმე  Haytham Kenway ით,პერსონაჟი ნამდვილად მიმზიდველი აღმოჩნდა,თავისი ქარიზმით,"ბედესობით" თუ ასასინური სკილებით.პირველი მკვლელობაც ოპერაში ძალიან სასიამოვნო იყო,შემდგომში თამაში ძალიან ნელა ვითარდება და გვხვდება ბევრი  უმნიშვნელო დეტალი,უამრავი ''Cutscene'' რაც მოსაწყენს ხდის თამაშს,ამ დეტალებს შეიძლება ითქვას,რომ ტუტორიალის ფუნქცია აკისრიათ. ბატონი  Haytham კრავsს ალიანს,იწყებს მზადებას რევოლუციური ოპერაციისათვის და ხოცავს ბრიტანელ ჯარისკაცებს,მას ასევე მოუწევს ინდიელების დახსნა ბრიტანელებისგან,სწორედ ამ მოვლენების დროს გაიცნობს ულამაზეს ინდიელ ქალბატონს, ინდიელების ტომის "დედას" Kaniehtí:ioს იგივე  Ziio,მათი საქმიანი ურიერთობა კი გადაიზრდება რომანტიულ ურთიერთობაში,მაგრამ  Ziio დარჩება თავის ხალხთან,ხოლო   Haytham თავის საქმე გააგრძელებს.სწორედ ამის შემდეგყება მნიშვნელოვანი მოვლენები
   

  ამის შემდეგ კი ვიწყებთ თამაშს პატარა კონორით,დამალობანას თამაშის დროს პატარა კონორსა და სოფელს  Haytham ის მეგობრები დაესხმებიან თავს,რაც ტრაგიკულად მთავრდება. ამ მოვლენის შემეგ კი ვიწყებთ თამაშს ახალგაზრდა კონორით,რომელიც დახმარებას სთხოვს  ასასინს,რადგან მოუპოვოს თავის ხალხს თავისუფლება,შური იძიოს და აღადგინოს სამართლიანობა
  თამაშის დიდი მინუსი ისაა რომ პირველი 6 თავი თითქმის ტუტორიალი არის,აღსანიშნავია,რომ გრაფიკული წინსვლის მიუხედავად არის ბაგები,აღარ არის სხვადასხვა სახის იარაღებით თუ ტანსაცმლით გამდიდრებული მაღაზიები,მიუხედავად კომბატის ეფექტურობისა,არის ცუდად დასკრიპტული,არ შეიძლება ადამიანი უამრავჯერ აჩეხო და იქამდე არ მოკვდეს სანამ თავში არ ჩაარჭობ,მხოლოდ იმიტომ რომ ესეა დასკრიპტული,სთელსის მხრივ კი არანაირი პროგრესი არ არის.უბისოფტმა შემოგვთავაზა ინდიელების ტყე,მათი ნადირობა,მაგრამ   თამაშს ვერ მოაქ ინდიელების ატმოსფერო,ტყეში არ იგრძნობა "ტყიური გარემო"  და ნადირობაც არა ატმოსფერული ხდება,თუნდაც იმიტომ,რომ შეგვიძლია ცხოველს სირბილით  დავეწიოთ და მოვკლათ შემდეგ კი მისი  ტყავი გავყიდოთ,რაც ერთერთი ტყუილია უბისოფტისგან.არ შეიძლება ინდიელი ვიღაცასთან აბარებდეს ცხოველის ტყავს.დეველოპერები უაზროდ გვატყუებენ მაშინაც როდესაც,კონორს შემოაკვდება თავისი მეგობარი,ჯერ ერთი ინდიელმა კაცმა მეგობრის მაგივრად არ შეიძლება ვინმე ბრიტანელს ენდოს,რომელმაც რამოდენიმე წლის წინ სახლი გადაუწვა,შემდეგ კი გამოცდილმა ასასინმა მეგობარი ვერ მოიშოროს ისე რომ ვერ მოკლას და უამრავი სხვა დეტალი რაც გტოვებს მოტყუებულად.მისიები კი სიმულატორული ხასიათისაა,ხოლო ქუჩაში მყოფი ადამიანები ძალიან უსიცოცხლოები არიან.ამ ყველაფერს კი დამატებული დესმონდის ისტორიის დასასრული,რამაც ჩემში პირად დიდი აგრესია გამოიწვია და დააგვირგვინა ამდენი უარყოფითი ფაქტი. ეს თამაში საერთოდ არაა ინდიელების შესახებ და რაც ყველაზე ცუდია ამერიკული პროპგანდის შეგრძნებას ტოვებს.
   ახლა კი თამაშის დადებითი მხარეები,რაც სამწუხაროდ ცოტაა.  Assassin's Creed III ის პლიუსი არის   მთავარი ანტიგმირი,რომელიც ჩემი აზრით არის საუკეთესო ანტიგმირი თამაშის სერიებში, მხოლოდ იგი გვთავაზობს,ჩამოყალიბებულ აზრს ტემპლერების შესახებ,რაც არ უდნა გასაკვირი იყოს,მასაც სურს კარგი მომავალი,მაგრამ სხვა მეთოდებით,თუ ასასინებს სურთ,რომ ხალხი თავისუფალი იყოს,ტემპლერებს პირიქით,რადგან  გონიათ,რომ ესე მშვიდობა ვერ მიიღწევა და საჭიროა ხალხის კონტროლი.რა თქმა უნდა მსგავსი შინაარსის ფრაზებს წინა სერიების გმირებიც ბჟუტურებდნენ,მაგრამ ეს არ იყო დამაჯერებლად გაკეთებული.ხოლო მეორე დადებითი მხარე თამაშისა არის საზღვაო ბრძოლები,რაც ნამდვილად კარგი სიახლე გომოდგა.
    თვითონ კონორის ისტორია და თამაშის შინაარსი ნამდვილად  არაა ცუდი და არც კონორია ცუდი პერსონაჟი,როგორც ბევრმა აღნიშნა.კონორი ისეთია,როგორიც უნდა იყოს,მას მხოლოდ 14 სთიანი თამაში დაეთმო,ხოლო მის წინამორბედ ეციოს სამჯერ მეტი მაინც.აღსანიშნავია თამაშის საუნდტრეკები,რამაც ჩემ თვალში საბოლოო "გაფარჩაკებას'' გადაარჩინა გეიმფლეი და არ გახადა სრულიად მუდო.თუმცა დიდი ალბათობით ესამაში მოეწონებათ არა გეიმერებს,ან უბრალოდ დამწყებებს.



საბოლოო ვერდიქტი:6.0/10 

  უბისოფტმა ერთი ნაბიჯი წინ,ხოლო ორი ნაბიჯი უკან გადადგა