Telltale Games მუდამ გამოირჩეოდა თავისი სტილით,დეველოპერები დიდ ყურადღებას უთმობდნენ შინაარსა და ისტორიას `და ასევე არასდროს ღალატობდნენ თავიანთ ჟანრსა და სტილს,თუმცა მათ თამაშებს მუდამ რაღაც აკლდა დიდი წარმატებისათვის.დაანონსებულმა თამაშმა The Walking Dead,რომელიც უკვე ცნობილი კომიქსი და ამავდროულად ტელეშოუ იყო, ვერ მიიქცია დიდი ყურადღება,მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა წლის საუკეთესო და ინოვაციური თამაში PS3 ის ექსკლუზიურ თამაშ Journey სთან ერთად.
თამაშის მთავარი პერსონაჟი არის ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი Lee Everett,რომელიც უეცრად აღმოჩნდება ისეთ გარემოში სადაც მოსიარულე მკვდრები არიან გავრცელებული.ლი ახლოს მდებარე სახლში შეემთხვევით იპოვის მშობლების გარეშე დარჩენილ ბავშვს,სახელად Clementine,სწორედ აქიდან იწყება მათი თავგადასავალი საშინელ გარემოში,რომელიც სავსეა ხიფათებით,ხოლო ლიის მთავარი მიზანი ხდება კლემენტაინის დაცვა და ამავდროულად მის ახალ მეგობრებთან ერთად ბრძოლა გადარჩენისთვის.
მოთამაშეებს მთელი თამაშის განმავლობაში მოუწევთ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება,რისი გაკეთებაც ძალიან გვირთულდება.დეველეპორებმა უმაღლეს დონეზე აიყვანეს ურთიერთობა და მძიმე გადაწყვეტილებების მიღება,რაც თამაშის აწყმოსა და მომავალზე მოქმედებს.რა თქმა უნდა ჩვენი გადაწყვეტილებები შეიძლება არ გამოდგეს სწორი და მეგობრის სიკვდილიც კი გამოიწვიეს,დამიჯერეთ ესეთი შემთხვევები გაოგნებულად დაგტოვებთ.
თამაშის აპოკალიპსური ატმოსფერო მშვენივრად არის გადმოცემული,თავისი ხატვის სტილით,გეიმფლეით და პერსონაჟებით.ვის დავუჯეროთ? ვის ვენდოთ? ვინ ვიხსნათ სიკვდილისგან,ვინ გავწიროთ?ვიყოთ თუ არა ლმობიერები ესეთი საშინელ გარემოში თუ ვიყოთ მკაცრები? ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ამ თამაშში ისეთივე რთულია,როგორიც რეალურ ცხოვრებაში და არ გვაძლევს იმის საშუალებას,რომ ერთი წამითაც მოვდუნდეთ.თამაში ხშირად ნელა ვითარდება,მაგრამ მზად იყავით აფეთქებისთვის და იმ ადრენალინისთვის რაც თამაშის მარტივ კომბატს მოაქვს და გაუფრთხილდით თქვენ მაუსებს,შეხვდით მომზადებულნი მკაცრ რეალობას
თამაში გრაფიკულობით არ გამოირჩევა,მაგრამ ზუსტად ატმოსფეროს შესაფერისი გრაფიკაა და სწორედ ისეთი,რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის სასიამოვნო იქნება,ეს თამაში ყველაm უნდა სცადოს არ აქვს მნიშვნელობა არის თუ არა იგი გეიმერი,რადგან ეს არის თამაში,რომელმაც თავისი პერსონაჟებით, გადაწყვეტილებებით, მუსიკით, ისტორიით,სევდიანი სცენებით და დასასრულით ყველა აატირა.რა თქმა უნდა,სრულიად დამსახურებულად მიიღო უმრავი ჯილდო.კიდევ ერთხელ ბრავო Telltale Games,რომელმაც 2013 წლისთვის თამაშის გააგრძელება დაანონსა
საბოლოო ვერდიქტი: 9/10
კრიტიკოსების რეიტინგი 9.4/100

No comments:
Post a Comment