Monday, January 21, 2013

Dishonored

Revenge Solves Everything
   Arkane Studios- კომპანია,რომელიც მუდამ ცდილობს ინოვაციური იყოს.ძველი მოთამაშეებისთვის ალბათ ცნობილი იქნება Arx Fatalis,რომელიც დღემდე ცნობილია ვისი უნიკალური ატმოსფეროთი,ამის შემდგომ კომპანიამ გამოუშვა თამაში Dark messiah of Might and Magic,რომელსაც აღსანიშნავი ატმოსფერო ქონდა.ბუნებრივია,ასეთი დეველოპერების ხელში თამაში მუდამ საინტერესო ხდება და ყველაში იწვევს დიდ ინტერესს.Dishonored ის  ტრეილერმა მოგვაგონა ისეთი თამაშები როგორიცაა Thief,Bioshock,Arx Fatalis,Half Life.
   თამაში საოცარია თავისი გეიმფლეით,ასეთი ასასინური თავისუფლება და დინამიურობა აქამდე არცერთ თამაშს არ ჰქონია.ასევე აღსანიშნავია სულით და გულით შესრულებული არტი,რომელიც ეკუთვნის ბევრისთვის უცნობ უძლიერეს მხატვარს Viktor Antonov ,რომლის წვლილი დიდი არის  Half Life ჩამოყალიბებაში,ისეთ თამაშად,რომელი სამუდამოდ ჩვენ გონებაში რჩება.


  Dishonored ის მთავარი პერსონაჟი არის Corvo,რომელიც არის იმპერატორის მცველი.კორვოს საოცარი თავგადასავალი იწყება მაშინ,როცა იმპერატორს ასასინები კლავენ,ხოლო კორვო ეჭვმიტანილი ხდება.მას შურისძიების აღსრულებაში ეხმარება მისტიური პერსონაჟი The Outsider,რომელიც კორვოს ზუნებრივი ძალებით დაასაჩუქრებს,მაგრამ ეს ზებუნებრივობა ნამდვილად საჩუქარია? თუ წყევლა? ამ კითხვებზე პასუხის მოპოვება რთულია,მაგრამ კორვოს სახიფათო თავგადასავალი ელის წინ.
   თამაშის გეიმფლეი,ასასინური ზებუნებრივი შესაძლებლობები,სულ უფრო და უფრო ჩამთრევია და მოთამაშე იძირება საოცარ ატმოსფეროში.თამაშში არაა,რაღაც თანმდევი ვიდეოები,რომელიც რაღაც შინაარს და ისტორიას გვიყვებიან,შინაარსის ასეთი გაცნობის მეთოდი ბრყინვალედ იქნა გადმოტანილი The Elder Scrolls იდან.ჩაეძიეთ სამყაროს და თქვენ უფრო მეტ შინაარს და ისტორიას მიიღებთ ვიდრე სხვა უამრავ თამაშში.თქვენი მოქმედება და გადაწყვეტილება თამაშის შინაარსზე იქონიებს გავლენას და კრეატიული ასასინობით უფრო გაიხანგრძლივებთ სიამოვნებას.


   რაც შეეხება თამაშის ხანგრძლივობას,რომელიც გაკრიტიკებული იქნა შინაარსთან ერთად,სრულაც არაა პატარა,მითუმეტეს თუ სამყაროს ჩავეძიებით,არ დავიზარებთ ადგილების გამოკვლევას და არ დავასრულებთ თამაშს უაზრო ხოცვა ჟლეტვით.თამაშს ყველანაირი შესაძლებლობაა აქ იმის,რომ არ დავიზაროთ ჩაძიებები და გამოკვლევები და მივიღოთ მეტი ინფორმაცია სამყაროს შესახებ.შემიძლია ვთქვა,რომ თამაში არაა პატარა და არის საშუალო ზომის, მითუმეტეს დამატებებიც გველოდება წინ,რაც ალბათ უფრო მეტს გაგვაგებინებს თამაშის შესახებ,ასევე სხვა მეთოდებით მეორეჯერ გასვლა ნამდვილად არ იქნება მოსაწყენი,მითუმეტეს თამაში კარგ  "Achievement" სისტემასაც გვთავაზობს,შეგვიძლია დავასრულოთ ისე,რომ არავინ არ შეგვამჩნიოს ან არავინ მოვკლათ,ან მხოლოდ კომბატს მივაქციოთ ყურადღება და ბევრი სისხლი დავღვაროთ,ან გავგუდოთ მოწინააღმდეგები და დავმალოთ უსაფრთო ადგილას,სთელსის კომბატთან შეზავებაც საკმაოდ კარგი სიამოვნებაცაა.
  Dishonored მა ნამდვილად დაჯაბნა Hitman: Absolution და Assassin's Creed III:American Revolution,თამაში არაა იდეალური,მაგრამ არის უძლიერესი პროლოგი,რომლის გაგრძელებას უკვე ელის უამრავი მოთამაშე

საბოლოო ვერდიქტი 9/10
  

No comments:

Post a Comment