Saturday, January 19, 2013

Hitman: Absolution



Hitman ის სერიები განსაკუთრებით დიდ მოწონებას იმსახურებდა სთელსის ჟანრის მოყვარულთათვის და რა თქმა უნდა Hitman: Absolution იც არ დარჩა ყურადღების მიღმა,სერიული მკვლელი 47 დაბრუნდა!
    დეველოპერებმა ბევრი სიახლე შემოგთავაზეს,თამაში დახვეწილია გრაფიკულად და გეიმფლეით,ხოლო ბატონი 47  უკვე თავის ბოსებზე ნადირობს? რატომ? იგი ექსპერიმენტების მსხვერპლია,გაიზარდა ცივ სისხლიან პროფესიონალ მკვლელად,მაგრამ ერთადერთი ''დადებითი'' ადამიანი მის "ცხოვრებაში'' აღმოჩნდა დაიანა,რომელსაც ევალებოდა მიეწოდებინა ინფორმაცია 47 ისთვის.დაიანა გაურკვევლად ღალატობს ორგანიზაციას,ხოლო 47 ს მის მოსაკლავად აგზავნიან და პირველი მისია რისი შესრულებაც მოთამაშეებს მოუწევთ ეს არის დაიანას მკვლელობა.მას შემდეგ  როცა ჰითმენი დაიანას სასიკვდილოდ დაჭრის,დაიანა მას უხსნის თუ რატომ მოიქცა ასე და სთხოვს დაიცვას გოგონა სახელად ვიქტორია,რომელიც ასევე ექსპერიმენტების მსხვერპლია.

    დარჩა თუ არა 47 ამ მოვლენების შემდეგ ისეთ მკლველად,როგორებიც მოთამაშეებს სურდათ? ეს კითხვა ბევრჯერ დაისვა,ბევრს არ მოეწონა ახალი 47,ბევრი კი პოზიტიურად შეხვდა.მე კი ვთვლი,რომ 47 ის პერსონაჟი ისეთივე ბედესი დარჩა,როგორიც იყო,მაგრამ გეიმფლეიში გვხვდება ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტები,მაგალთად როცა ჰითმენი ადამიანს კლავს უფრო მეტი ქულა აკლდება ვიდრე მისი გათიშვის დროს,მისი გვამის გადამალვის შემდეგ კი იმდენივე ქულა ემატება,რამდენიც გათიშვის დროს დაკარგა.რა თქმა უნდა ჰითმენი უნდა მოქმედებდეს ჩუმად,მაგრამ როცა შენი სურვილით კლავ ვიღაცას,რადგან საქმეს ასე ჭირდება,ხოლო თამაშში გაკლდება ქულები,ეს ოდნავ ატმოსფეროზე მოქმედებს და მუდამ გიბიძგებს იმისკენ,რომ  ნაკლებად მოიქცე მკვლელად,რაც თამაშს ზოგჯერ მოსაწყენს ხდის და ვერც ჰითმენად ვგრძნობთ თავს,ჩემი აზრით ეს სისტემა დაუხვეწავია
   ზემოთ ავღიშნეთ ქულების სისტემა,რაც უფრო მეტ ქულას მოვაგროვებთ ჩვენი ასასინური სკილები უფრო იმატებენ,რაც რა თქმა უნდა კარგი სისტემაა,თუმცა როგორც უკვე ვახსენით უფრო დასახვეწია.ჩვენი მტრების მოსაკლავად უამრავი ხერხი არსებობს,ეს იქნება მოწამვლა,აფეთქება,ჩუმად მოკვლა თუ უბედური შემთხვევის ინსცინირება.ასევე გვაქ ინსტიქტი,რისი მეშვეობით ჰითმენს უადვილდება მოწინააღმდეგების დანახვა და მათი მოქმედებების წინასწარ შეფასება.სასურველია ყური ვუგდოთ საუბარსაც და ვიყოთ უფრო მეტად მომთმენები,გავანაალიზოთ და შემდეგ ვიმოქმედოთ.ასევე  უფრო დაიხვეწა შენიღბვა,მაგრამ მაინც ხშირად მაინც გვიხვდება სახის დამალვა,რათა სახეზე დაკვირვების დროს,რომ არ გვიცნონ,რა თქმა უნდა ეს უფრო რეალისტურია,მაგრმა ხშირად ინსტიქტის გამოყენება და სხვის ფორმაში გადაცმული დამალვა არასასიამოვნოა ხოლმე.ეს სისტემაც დასახვეწია ქულების სისტემის მსგავსად. მითუმეტეს ადგილები ხშირად გადატვირთული გვხვდება  ადამიანებით.ხოლო ამდენი დაუხვეწაობა  არასასიამოვნო სათავგადასლო შეგრძნებას ტოვებს ხოლმე
    შინაარსი ჩემი აზრით ნორმალური გამოდგა,47 ის არ დაუკარგავს თავისი "ბედესობა"  და თავის ბოსებზე ნადირობა,ვიქტორიას დასაცავად ნორმალური თავგადასავალი გამოდგა.Hitman: Absolution  კარგი თამაშია,მაგრამ გასაგებია ფანების ნეგატიური შეფასებებიც,რადგან  Hitman: Absolution სხვა თავგადასავალია,ახალ ძრავზე შექმნილი და ბევრი სიახლებით,რაც სამწუხაროდ დაუხვეწავია არც პერსონაჟები არიან მოწონების ღირსი და მხოლოდ "იაფი" იუმორით გამოირჩევიან.ეს არის თამაში,რომელიც შეიძლება ერთ კატეგორიას ძალიან მოეწონოს,ხოლო მეორეს პირიქით, არ მოეწონოს



საბოლოო ვერდიქტი 7.5/10





No comments:

Post a Comment