Sunday, May 19, 2013

Bioshock Infinite

 
   ბიოშოკის სერიების აღწერა სიტყვებით ძალიან რთულია და მხოლოდ იმის შესაძლებლობა გაგვაჩნია,რომ , ერთ სიტყვაში "გენიალურობაში" მოვათავსოთ მისი სილამაზე.მე,როგორც სერიების ფანს თამამად შემიძლია განვაცხადო,რომ მთელი ბიოშოკის სერია ზღაპარში,დროსა და სივრცეში მოგზაურობაა,თითქოს ვიდეო თამაშების დიზაინერმა და დეველოპერმა კენ ლევინმა დროსა და სივრცეში იმოგზაურა,გენიალურ ადამიანები და ქალაქები ნახა და ეს ყველაფერი ვიდეო თამაშებში დაბადა.შეუძლებელია ქალაქი რაპტორი,ადამიანი ღმერთი ანდრიუ რაიანი ოდესმე დაგავიწყდეს.ის უამრავი დეტალი,რომლებმაც შექმნეს ქაოსი,შიზოფრენია,სილამაზე და ზღაპარი.
  რა გასაკვირია,რომ ბიოშოკ  1 ისა და ბიოშოკ 2 ის მეშვეობით ამ თამაშმა უამრავი ფანი შეიძინა და მესამე ბიოშოკს,რომელიც Bioshock Infinite ის სახელითაა ცნობილი  ძალიან ბევრი ადამიანი ელოდებოდა.საბოლოდ როგორი გამოვიდა თამაში,რომელიც 100 მილიონიანი პროექტია? რითი შეძლებდა ავტორი ქალაქი რაპტორის შემდეგ ჩვენს აღტაცებაში მოყვანას? ეს თავისთავად დიდი გამოწვევაა!
3...2...1... ჰალელუიაა!
   კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კენ ლევინის სამოთხეში–კოლუმბიაში,სადაც წინ გელოდებათ არანაკლებ ლამაზი გარემო და არანაკლებ მშვენიერი და საინტერესო თავგადასავალი ვიდრე წინა ორ ნაწილში იყო,ამიტომაც თქვენი ემოციები ასთმაში ნუ შეგეშლებათ.მოვწყდეთ რეალობას და ვიგრძნოთ რენესანსის პერიოდის მსგავი შედევრები,კლასიკური მუსიკის მონაცვლეობა საუნდტრეკებში.
   როგორც წინა ბიოშოკებში აქაც განსაკუთრებთ გვაინტერესებს თითეული დეტალი,აქ ზედმეტი არაფერია,მაგრამ წინა სერიებისგან განსხვავებით ინფინიტში დიდი სურვილი გვაქვს იმისა,რომ უბრალოდ გარემო ვათვალიეროთ,თითქოს ლეონარდოს მონალიზას ნახატის წინ ვდგავართ,რომელსაც შეგვიძლია საათობით ვუცქიროთ.ეს ნამდვილი ხელოვნებაა, მაგრამ სამწუხაროდ წინ დიდებული თავგადასავალი გველის,სამყაროში ,რომელსაც ყავს ღმერთი.სამყაროში სადაც საუბარია რელიგიაზე,პატრიოტიზმზე,სხვადასხვა პოლიტიკურ  მდგომარეობაზე,წინ აღმატებული,სევდიანი და ქაოსური ემოციები გველის.გენიალურია ამ ზღაპრულ ქალაქებში როგორ გვიხატავენ შემქმნელები რელიგიურ თუ პატრიოტულ დოგმატებს,რასიზმსსა და ღმერთობას ისე,რომ ამ საკითხების ერთად თავმოყრა ერთმანეთს არ უშლიან ხელს.
-Are you afraid of God?
                                              -No i am afraid of you
  თუ კარგად დავაკვირდებთ ბიოშოკის დეტალებს,რომელიც ძალიან დაგვეხმარება დასასრულის გაგებაში. ასევე შეიძლება  გავავლოთ პარალელი რაპტორში მომხდარ მოვლენებთანაც,მაგალითად თუ კარგად გვახსოვს ის მომენტი როცა კოჰენის ერთერთი მოსწავლე უკრავდა პიანინოზე,რომელიც შემდგომ ფეთქდება,სწორედ მანდ შესრებული მუსიკა გვესმის ინფინიტის ერთერთ მომენტში.ნუ ეს მხოლოდ ერთერთი თეორია,რომელსაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს,საინტერესოა ეს დაემთხვა თუ დეველოპერებმა მართლა ასე საოცრად დააკავSირეს მომენტებიც კი,მაგრამ ერთი რამ ფაქტია,ბიოშოკ ინფინიტმა თამაშის სამივე ნაწილი შესანიშნავად გააერთიანა.დიდი შანსია თამაშის დასასრულმა  მთელი ღამეც კი გვაფიქრებინოს თუ რა მოხდა? როგორ დასრულდა?  da რაც მთავარია თამაში გვიტოვებს იმის შესაძლებლობას,რომ თითეულ მოთამაშეს თავისი თეორია ქონდესს.ეს ყველაფერი კი უმდიდრეს შინაარსზე მეტყველებს.


  თამაშის კომბატი ძალიან ქაოსური და სისხლიანია.მეტიც ვიდრე წინა ბიოშოკებში,ვიგორის შესაძლებლობები კვლავაც ძალიან ლამაზია,მაგრამ თამაშის კომბატმა ბევრში უკმაყოფილება გამოიწვია,მიზეზი ისაა,რომ ამ გენიალურ გარემოს ხშირად ქაოსური კომბატი გვიფუჭებს,მსგავსი რამ მეც  მიგრძვნია ხოლმე,მაგრამ დარწმუნებით არ შემიძლია იმის თქმა,რომ  ძალიან შემაწუხა,ცალკე აღებული კომბატიც შედევრია,უბრალოდ გენიალური გარემოსთან წანააღმდეგობაში მოდის ხოლმე.
  თამაშში საინტერესო მოწინააღმდეგები გვყავს,დიზაინისა თუ შესაძლებლობების მხრივ,მაგალითად პატრიოტი ვაშინგტონი.რაც მთავარია AI გენიალური არის,რისი ნათელი მაგალითი თავად ელიზაბეტია,რომელიც მთელი თამაშს განმავლბოაში ჩვენი პარტნიორია და უფრო გვილამაზებს გარემოს.


  ცალკე ელიზაბეთზე,როგორც    AI ზე და ჩვენ პარტნიორზე უამრავი დადებითი რაღაცის თქმა შეიძლება.ბიოშოკ ინფინიტმა გვაჩვენა,რომ ესკორტი შეიძლება იყოს სასიამოვნო,მეორე ის ,რომ   AI პარტნიორი შეიძლება იყოს ჭკვიანი და არ ვეძახოთ "ოეეე სად ხაარ,რას შვებიიი,მოდი აქეთ შენი დედაც" და ასე შემდეგ.ელიზაბეტი მისტიურ შესაძლებლობებსაც ფლობს და სხვადასხვანაირად გვეხმარება კიდეც.
  ხოლო EA ს უნდა ვურჩიოთ ის,რომ რელიზის გადადება არაფერს არ ვნებს თამაშს და ისეთი დაუსრულებელი თამაშს გამოშვებას როგორიც იყო "Mass Effect 3",ჯობია გადადო და უკეთესი თამაშები გამოუშვა.
  საბოლოოდ თამაში იმდენად გენიალურია,რომ მის მინუსზე საუბარი აღარ გვინდება,დიდი შანსია,რომ ვერ შევამჩნიოთ ან დაგვავიწყდეს  კიდეც,მაგრამ ნამდვილად აღსანიშნავია თამაშის ღარიბი გეიმფლეი.გასაკვირი არაა,რომ გარემოსთან საწინააღმდეგო კომბატ–ექშენის და ცუდი გეიმფლეის გამო არსებობენ ისეთი ადამაინები,რომლებთაც ძალიანაც არ მოსწონთ თამაში,რაც აუცილებლად გასაკრიტიკებელი და აღსანიშნავია.თუმცა მე თავს მივცემ იმის უფლებას,რომ Bioshock Infinite შედევრების სიაში ჩავწერო მიუხადავად მისი 1–2 ნაკლისა.


ჩემი ვერდიქტი:9.2/10
კრიტიკოსების ვერდიქტი 9.4/10


Wednesday, April 3, 2013

Far Cry 3

   Far Cry უბისოფტის კიდევ ერთი წარმატებული სერიაა,აღსანიშნავია ისიც,რომ მიუხედავად რევოლუციური პირველი ნაწილისა,რომელიც გამორჩეული იყო გრაფიკით,გეიმფლეით და გაშლილი სამყაროთი,მეორე ნაწილი არც ისე კარგი გამოდგა,ყოველშემხვევაში აზრები ორად გაიყო,მე პირადად კი მოთამაშეების იმ ნაწილს მივეკუთვნები,რომლებთაც არ მოეწონათ ეს თამაში,მიუხედავად გაშლილი სამყაროს და რეალისტური გეიმფლეის მიუხედავად მეორე ნაწილმა სიცარიელე დატოვა და ვერ ის ატმოსფერო,რომელიც ერთი შეხედვით თითქოს იგრძნობა,ბევრისთვის უგრძნობი დარჩა.
  Far Cry 3 მე პირადად დიდად არ ველოდი,მაგრამ აღსანიშნავია ისიც,რომ უბისოფტი ამ პროექტს ბევრად მეტ დროს უთმობს ვიდრე ასასინს და მითუმეტეს მწარმოებლის სახელს თუ გავითვალისწინებთ,თამაშმა მაინც უნდა დაგაინტერესოს და განსაკუთრებით ასასინზე გაბრაზეულმა, ამ თამაშმა ძალიან მომხიბლა.
  თამაშის დადებით მხარეებზე შეგვიძლია ბევრი ვილაპარკოთ.საოცრად დამუშავებული გეიმფლეი,ულამაზე გრაფიკა,ულამაზესი კუნძული ,შესაძლებლობები,პერსონაჟები,რეალიზმი.ეს ყველაფერი ერთად გასაოცარ ატმოსფეროს ქმნის და დიდ სურვილს გვიჩენს იმისა,რომ დაბრმავებამდე ვითამაშოთ.
   კუნძული სადაც ვითარდება თამაშის კუნძული ძალიან ლამაზია და ეტყობა დეველოპერების გულით შესრულებული მუშაობა.მოთამაშეს ერთი წუთითაც არ ბეზრდება გარემო  და პლიუს დახვეწილი გეიმფლეის წყალობით უფრო უყვარდება მცენარეების შეგროვება,ცხოველებზე ნადირობა,მანქანისა თუ კატერის მართვა,მოკლედ რომ ვთქვათ,ყველანაირი  პირობაა იმისთქვის შექმნილი,რომ ლამაზი კუნძული ძირფესვიანად გამოვიკვლიოთ,ძირითადი დავალებების გარდა მოთამაშეებს შეუძლიათ დამატებითი დავალებების შესრულება,რელიკვიებისა თუ წერილების მოძიება და კუნძულის ერთი ტერიტორიიდან მეორე ტერიტორიამდე გადასვლა მოსაბეზრებელი არ გამოვიდეს არის "სწრაფი მგზავრობის" ფუნქციაც.
   საბრძოლო სისტემაც კაი  ლუკმაა,სკილების გრაფაც მშვენივრად არის შედგენილი და აღსანიშნავია უფრო გემრიელი სთელსი,რა თქმა უნდა ამ კუთხით უდაო საუკეთესო ''Dishonored'' იყო,მაგრამ ჰითმენზე მეტად ამ თამაშის სთელსმა მასიამოვნა,მითუმეტეს ჩანაფიქრი თუ ვერ განვახორციელეთ სასიამოვნო ბაქაბუქი გველოდება წინ,თუმცა  ამ ბაქაბუქამდე კარგი იქნება თუ ჩვენს მიერ შეგროვებული მცენარეებისგან წამლებს დავამზადებთ.მცენარეებისგან სხვადასხვა  უფრო მეტი სარგებლის მიღება შეიძლება და თუ ნადირობაშიც გავიწაფებით,ცხოველებისგან დამზადებული რესურსები,ბევრად გაგვიადვილებენ საქმეს.
   
   "Open World" თამაშების ერთ–ერთი სისუსტე ძირითადად სიუჟეტია ხოლმე,ყოველშემთხვევაში არა სიუჟეტურად განვითარებული სთორი ბევრს არ მოწონს,დეველოპერებმა შეძლეს,რომ დიდი სამყარო მოსაწყენი არ ყოფილიყო და ამავდროულად სიუჟეტიც მშვენივრად მოარგეს.ამდენ დადებით მხარეს კი პერსონაჟებიც ნამდვილად არ ჩამოუვარდებიან,რომლებიც ძალიან ქარიზმატულები არიან და მათთან ურთიერთობა ყოველთვის საინტერსოა.ხშირად ძალიან რთულია იმის არჩევა თუ რომელი ჯობია,კუნძულის გამოკვლევა,ნადირობა თუ სიუჟეტს გაყოლა და ამ პერსონაჟებთან ურთიერთობა.
   Far Cry 3  უძლიერესი თამაში გამოვიდა,მაგრამ არა უნიკალური,თამაშის ძირითადი მინუსი ისაა,რომ მოთამაშეს არ აქვს არჩევნის დიდი საშუალება,რაც ნამდვილად მოუხდებოდა თამაშს,ასევე აღსანიშნავია სუსტი "ბოს" ჩხუბები,შეიძლება ითქვას,რომ შენ კი არა თამაში კლავს მათ და  ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია და თამაშების დამატებითი ქუესთები ძირითადად ერთმანეთს გავს.



საბოლოო ვერდიქტი 8.5/10
კრიტიკოსების ვერდიქტი 9/10






  

Tuesday, March 5, 2013

DMC:Devil May Cry

 
  თამაში,რომელიც გამოსვლამდე დიდი კრიტიკის ქვეშ იყო.დანტეს პერსონაჟის შეცვლამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და რაც მთავარია სერიებს შეეცვალათ დეველოპერები,DMC:Devil May Cry ამჯერად "Ninja Theory'' ის ხელში აღმოჩნდა
  შეძლეს თუ არა დეველოპერებმა  კარგი თამაშის შექმნა? ჩემი პასუხი არის კი,ახალი დანტე თუ ვერჯილ  ბევრმა ნორმალურად მიიღო და ბევრს არც მოეწონა,ალბათ ნეგატიურად განწყობილ მოთამაშეებში ძირითადად ფანები შედიან,გასაგებია მათი კრიტიკა,მაგრამ მე თუ მკითხავთ  Ninja Theory–მა კარგად შეცვალა მათი პერსონაჟები,ნამდვილად ვერ ვიტყვით,რომ ახალი დანტე ჯობია ძველ დანტეს,მაგრამ ამ ისტორიასა და შინაარს სწორედ ესეთი დანტე უხდება.ისიც უნდა აღინიშნოს,რომ დეველოპერებმა შემოგვთავაზეს ისტორია თუ როგორ დაიბადა  Devil May Cry ის სამყარო,როგორები იყვნენ ვერჯილი და დანტე ადრე და ის სამყარო სადაც მოთამაშეებს წლების განმავლბაში უხდებოდათ უამრავი დემონის დამარცხება და მეგობრების შეძენა,მოკლედ,რომ ვთქვათ დეველოპერებმა შემოგვთავაზეს Devil May Cry ის პროლოგი.

   DMC:Devil May Cry ის შინაარსი ძალიან კარგი გამოდგა,პერსონაჟების დიზაინი,სამყაროს ვიზუალური მხარე.კომბატი და საუნდტრეკები ერთმანეთში მშვენივრად არის შეზავებული,რაც მოთამაშეებს ჩუქნის სასიამოვნო 12 საათიან გეიმფლეის.განსაკუთრებით კი მძიმე მუსიკის მოყვარულებს,თუმცა არანაკლებ ნასიამოვნები დარჩებიან დაბსტეპის მოყვარულებიც.
   კომბატი ძალიან დახვეწილია,მოთამაშეებს უამრავი საშუალება აქვთ რომ დაამარცხონ დემონები,ეს არის თამაში,რომელიც ყველას ჩაითრევს,დეველოპერებმა განსხვბული ატმოსფერო შექმნეს,რაც ნამდვილად ჩამთრევი არის,თუმცა  არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაკლი–ადვილი ბოსები,იმის შანსი რომ მთავარმა ბოსებმა დასაწყისში 3 ჯერ მაინც მოგვკლას ძალიან დიდია,მაგრამ მათი მინუსის აღმოჩენის შემდეგ,რაც ძალიან მარტივია,მათი მოკვლა ძალიან მარტივი ხდება.DMC:Devil May Cry ის დადებითი მხარეები არის კომბატი,ძალიან ჩამთრევი ვიზუალური       მხარე,ისტორია,საუნდტრეკები,მრავალფეროვანი შესაძლებლობები და იარაღები,მაგრამ ადვილი ბოსები და არც თუ ისე დიდი გეიმფლეი ნამდვილად საწყენი არის,თუმცა 12–13 საათიანი სიამოვნება ნამდვილად გარანტირებული გაქვთ
    Ninja Theory იმ შეძლო   სრულიად შეცვლილი სახით შეექმნა მორიგი კარგი თამაში Devil May Cry ის სერიებისა




საბოლოო ვერდიქტი: 8/10

Monday, January 21, 2013

Dishonored

Revenge Solves Everything
   Arkane Studios- კომპანია,რომელიც მუდამ ცდილობს ინოვაციური იყოს.ძველი მოთამაშეებისთვის ალბათ ცნობილი იქნება Arx Fatalis,რომელიც დღემდე ცნობილია ვისი უნიკალური ატმოსფეროთი,ამის შემდგომ კომპანიამ გამოუშვა თამაში Dark messiah of Might and Magic,რომელსაც აღსანიშნავი ატმოსფერო ქონდა.ბუნებრივია,ასეთი დეველოპერების ხელში თამაში მუდამ საინტერესო ხდება და ყველაში იწვევს დიდ ინტერესს.Dishonored ის  ტრეილერმა მოგვაგონა ისეთი თამაშები როგორიცაა Thief,Bioshock,Arx Fatalis,Half Life.
   თამაში საოცარია თავისი გეიმფლეით,ასეთი ასასინური თავისუფლება და დინამიურობა აქამდე არცერთ თამაშს არ ჰქონია.ასევე აღსანიშნავია სულით და გულით შესრულებული არტი,რომელიც ეკუთვნის ბევრისთვის უცნობ უძლიერეს მხატვარს Viktor Antonov ,რომლის წვლილი დიდი არის  Half Life ჩამოყალიბებაში,ისეთ თამაშად,რომელი სამუდამოდ ჩვენ გონებაში რჩება.


  Dishonored ის მთავარი პერსონაჟი არის Corvo,რომელიც არის იმპერატორის მცველი.კორვოს საოცარი თავგადასავალი იწყება მაშინ,როცა იმპერატორს ასასინები კლავენ,ხოლო კორვო ეჭვმიტანილი ხდება.მას შურისძიების აღსრულებაში ეხმარება მისტიური პერსონაჟი The Outsider,რომელიც კორვოს ზუნებრივი ძალებით დაასაჩუქრებს,მაგრამ ეს ზებუნებრივობა ნამდვილად საჩუქარია? თუ წყევლა? ამ კითხვებზე პასუხის მოპოვება რთულია,მაგრამ კორვოს სახიფათო თავგადასავალი ელის წინ.
   თამაშის გეიმფლეი,ასასინური ზებუნებრივი შესაძლებლობები,სულ უფრო და უფრო ჩამთრევია და მოთამაშე იძირება საოცარ ატმოსფეროში.თამაშში არაა,რაღაც თანმდევი ვიდეოები,რომელიც რაღაც შინაარს და ისტორიას გვიყვებიან,შინაარსის ასეთი გაცნობის მეთოდი ბრყინვალედ იქნა გადმოტანილი The Elder Scrolls იდან.ჩაეძიეთ სამყაროს და თქვენ უფრო მეტ შინაარს და ისტორიას მიიღებთ ვიდრე სხვა უამრავ თამაშში.თქვენი მოქმედება და გადაწყვეტილება თამაშის შინაარსზე იქონიებს გავლენას და კრეატიული ასასინობით უფრო გაიხანგრძლივებთ სიამოვნებას.


   რაც შეეხება თამაშის ხანგრძლივობას,რომელიც გაკრიტიკებული იქნა შინაარსთან ერთად,სრულაც არაა პატარა,მითუმეტეს თუ სამყაროს ჩავეძიებით,არ დავიზარებთ ადგილების გამოკვლევას და არ დავასრულებთ თამაშს უაზრო ხოცვა ჟლეტვით.თამაშს ყველანაირი შესაძლებლობაა აქ იმის,რომ არ დავიზაროთ ჩაძიებები და გამოკვლევები და მივიღოთ მეტი ინფორმაცია სამყაროს შესახებ.შემიძლია ვთქვა,რომ თამაში არაა პატარა და არის საშუალო ზომის, მითუმეტეს დამატებებიც გველოდება წინ,რაც ალბათ უფრო მეტს გაგვაგებინებს თამაშის შესახებ,ასევე სხვა მეთოდებით მეორეჯერ გასვლა ნამდვილად არ იქნება მოსაწყენი,მითუმეტეს თამაში კარგ  "Achievement" სისტემასაც გვთავაზობს,შეგვიძლია დავასრულოთ ისე,რომ არავინ არ შეგვამჩნიოს ან არავინ მოვკლათ,ან მხოლოდ კომბატს მივაქციოთ ყურადღება და ბევრი სისხლი დავღვაროთ,ან გავგუდოთ მოწინააღმდეგები და დავმალოთ უსაფრთო ადგილას,სთელსის კომბატთან შეზავებაც საკმაოდ კარგი სიამოვნებაცაა.
  Dishonored მა ნამდვილად დაჯაბნა Hitman: Absolution და Assassin's Creed III:American Revolution,თამაში არაა იდეალური,მაგრამ არის უძლიერესი პროლოგი,რომლის გაგრძელებას უკვე ელის უამრავი მოთამაშე

საბოლოო ვერდიქტი 9/10
  

Sunday, January 20, 2013

The Walking Dead

    Telltale Games მუდამ გამოირჩეოდა თავისი სტილით,დეველოპერები დიდ ყურადღებას უთმობდნენ შინაარსა და ისტორიას `და ასევე არასდროს ღალატობდნენ თავიანთ ჟანრსა და სტილს,თუმცა მათ თამაშებს მუდამ რაღაც აკლდა დიდი წარმატებისათვის.დაანონსებულმა თამაშმა The Walking Dead,რომელიც უკვე ცნობილი კომიქსი და ამავდროულად ტელეშოუ იყო, ვერ მიიქცია დიდი ყურადღება,მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა წლის საუკეთესო და ინოვაციური თამაში PS3 ის ექსკლუზიურ თამაშ Journey სთან ერთად.
   თამაშის მთავარი პერსონაჟი არის ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი Lee Everett,რომელიც უეცრად აღმოჩნდება ისეთ გარემოში სადაც მოსიარულე მკვდრები არიან გავრცელებული.ლი ახლოს მდებარე სახლში შეემთხვევით იპოვის მშობლების გარეშე დარჩენილ ბავშვს,სახელად  Clementine,სწორედ აქიდან იწყება მათი თავგადასავალი საშინელ გარემოში,რომელიც სავსეა ხიფათებით,ხოლო ლიის მთავარი მიზანი ხდება კლემენტაინის დაცვა და ამავდროულად მის ახალ მეგობრებთან ერთად ბრძოლა გადარჩენისთვის.


    მოთამაშეებს მთელი თამაშის განმავლობაში მოუწევთ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება,რისი გაკეთებაც ძალიან გვირთულდება.დეველეპორებმა უმაღლეს დონეზე აიყვანეს ურთიერთობა და მძიმე გადაწყვეტილებების მიღება,რაც თამაშის აწყმოსა და მომავალზე მოქმედებს.რა თქმა უნდა ჩვენი გადაწყვეტილებები შეიძლება  არ გამოდგეს სწორი და მეგობრის სიკვდილიც კი გამოიწვიეს,დამიჯერეთ ესეთი შემთხვევები გაოგნებულად დაგტოვებთ.
    თამაშის აპოკალიპსური ატმოსფერო მშვენივრად არის გადმოცემული,თავისი ხატვის სტილით,გეიმფლეით და პერსონაჟებით.ვის დავუჯეროთ? ვის ვენდოთ? ვინ ვიხსნათ სიკვდილისგან,ვინ გავწიროთ?ვიყოთ თუ არა ლმობიერები ესეთი საშინელ გარემოში თუ ვიყოთ მკაცრები? ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ამ თამაშში ისეთივე რთულია,როგორიც რეალურ ცხოვრებაში და არ გვაძლევს იმის საშუალებას,რომ ერთი წამითაც მოვდუნდეთ.თამაში ხშირად ნელა ვითარდება,მაგრამ მზად იყავით აფეთქებისთვის და იმ ადრენალინისთვის რაც თამაშის მარტივ კომბატს მოაქვს და გაუფრთხილდით თქვენ მაუსებს,შეხვდით მომზადებულნი მკაცრ რეალობას
  თამაში გრაფიკულობით არ გამოირჩევა,მაგრამ ზუსტად ატმოსფეროს შესაფერისი გრაფიკაა და სწორედ ისეთი,რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის სასიამოვნო იქნება,ეს თამაში ყველაm უნდა სცადოს არ აქვს მნიშვნელობა არის თუ არა იგი გეიმერი,რადგან ეს არის თამაში,რომელმაც თავისი პერსონაჟებით, გადაწყვეტილებებით, მუსიკით, ისტორიით,სევდიანი სცენებით და დასასრულით ყველა აატირა.რა თქმა უნდა,სრულიად დამსახურებულად მიიღო უმრავი ჯილდო.კიდევ ერთხელ ბრავო    Telltale Games,რომელმაც 2013 წლისთვის თამაშის გააგრძელება დაანონსა



საბოლოო ვერდიქტი: 9/10
კრიტიკოსების რეიტინგი 9.4/100

Saturday, January 19, 2013

Hitman: Absolution



Hitman ის სერიები განსაკუთრებით დიდ მოწონებას იმსახურებდა სთელსის ჟანრის მოყვარულთათვის და რა თქმა უნდა Hitman: Absolution იც არ დარჩა ყურადღების მიღმა,სერიული მკვლელი 47 დაბრუნდა!
    დეველოპერებმა ბევრი სიახლე შემოგთავაზეს,თამაში დახვეწილია გრაფიკულად და გეიმფლეით,ხოლო ბატონი 47  უკვე თავის ბოსებზე ნადირობს? რატომ? იგი ექსპერიმენტების მსხვერპლია,გაიზარდა ცივ სისხლიან პროფესიონალ მკვლელად,მაგრამ ერთადერთი ''დადებითი'' ადამიანი მის "ცხოვრებაში'' აღმოჩნდა დაიანა,რომელსაც ევალებოდა მიეწოდებინა ინფორმაცია 47 ისთვის.დაიანა გაურკვევლად ღალატობს ორგანიზაციას,ხოლო 47 ს მის მოსაკლავად აგზავნიან და პირველი მისია რისი შესრულებაც მოთამაშეებს მოუწევთ ეს არის დაიანას მკვლელობა.მას შემდეგ  როცა ჰითმენი დაიანას სასიკვდილოდ დაჭრის,დაიანა მას უხსნის თუ რატომ მოიქცა ასე და სთხოვს დაიცვას გოგონა სახელად ვიქტორია,რომელიც ასევე ექსპერიმენტების მსხვერპლია.

    დარჩა თუ არა 47 ამ მოვლენების შემდეგ ისეთ მკლველად,როგორებიც მოთამაშეებს სურდათ? ეს კითხვა ბევრჯერ დაისვა,ბევრს არ მოეწონა ახალი 47,ბევრი კი პოზიტიურად შეხვდა.მე კი ვთვლი,რომ 47 ის პერსონაჟი ისეთივე ბედესი დარჩა,როგორიც იყო,მაგრამ გეიმფლეიში გვხვდება ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტები,მაგალთად როცა ჰითმენი ადამიანს კლავს უფრო მეტი ქულა აკლდება ვიდრე მისი გათიშვის დროს,მისი გვამის გადამალვის შემდეგ კი იმდენივე ქულა ემატება,რამდენიც გათიშვის დროს დაკარგა.რა თქმა უნდა ჰითმენი უნდა მოქმედებდეს ჩუმად,მაგრამ როცა შენი სურვილით კლავ ვიღაცას,რადგან საქმეს ასე ჭირდება,ხოლო თამაშში გაკლდება ქულები,ეს ოდნავ ატმოსფეროზე მოქმედებს და მუდამ გიბიძგებს იმისკენ,რომ  ნაკლებად მოიქცე მკვლელად,რაც თამაშს ზოგჯერ მოსაწყენს ხდის და ვერც ჰითმენად ვგრძნობთ თავს,ჩემი აზრით ეს სისტემა დაუხვეწავია
   ზემოთ ავღიშნეთ ქულების სისტემა,რაც უფრო მეტ ქულას მოვაგროვებთ ჩვენი ასასინური სკილები უფრო იმატებენ,რაც რა თქმა უნდა კარგი სისტემაა,თუმცა როგორც უკვე ვახსენით უფრო დასახვეწია.ჩვენი მტრების მოსაკლავად უამრავი ხერხი არსებობს,ეს იქნება მოწამვლა,აფეთქება,ჩუმად მოკვლა თუ უბედური შემთხვევის ინსცინირება.ასევე გვაქ ინსტიქტი,რისი მეშვეობით ჰითმენს უადვილდება მოწინააღმდეგების დანახვა და მათი მოქმედებების წინასწარ შეფასება.სასურველია ყური ვუგდოთ საუბარსაც და ვიყოთ უფრო მეტად მომთმენები,გავანაალიზოთ და შემდეგ ვიმოქმედოთ.ასევე  უფრო დაიხვეწა შენიღბვა,მაგრამ მაინც ხშირად მაინც გვიხვდება სახის დამალვა,რათა სახეზე დაკვირვების დროს,რომ არ გვიცნონ,რა თქმა უნდა ეს უფრო რეალისტურია,მაგრმა ხშირად ინსტიქტის გამოყენება და სხვის ფორმაში გადაცმული დამალვა არასასიამოვნოა ხოლმე.ეს სისტემაც დასახვეწია ქულების სისტემის მსგავსად. მითუმეტეს ადგილები ხშირად გადატვირთული გვხვდება  ადამიანებით.ხოლო ამდენი დაუხვეწაობა  არასასიამოვნო სათავგადასლო შეგრძნებას ტოვებს ხოლმე
    შინაარსი ჩემი აზრით ნორმალური გამოდგა,47 ის არ დაუკარგავს თავისი "ბედესობა"  და თავის ბოსებზე ნადირობა,ვიქტორიას დასაცავად ნორმალური თავგადასავალი გამოდგა.Hitman: Absolution  კარგი თამაშია,მაგრამ გასაგებია ფანების ნეგატიური შეფასებებიც,რადგან  Hitman: Absolution სხვა თავგადასავალია,ახალ ძრავზე შექმნილი და ბევრი სიახლებით,რაც სამწუხაროდ დაუხვეწავია არც პერსონაჟები არიან მოწონების ღირსი და მხოლოდ "იაფი" იუმორით გამოირჩევიან.ეს არის თამაში,რომელიც შეიძლება ერთ კატეგორიას ძალიან მოეწონოს,ხოლო მეორეს პირიქით, არ მოეწონოს



საბოლოო ვერდიქტი 7.5/10





Friday, January 18, 2013

Assassin's Creed III:American Revolution

     Assassin's Creed II: Revelations სევდიანად და დამაინტრიგებლად დასრულდა,მაგრამ აღსანიშნავია  რომ  ''Revelations'' ყველაზე სუსტი გამოდგა არსებულ ნაწილებს შორის ერთადერთი პლიუსი თამაშისა ის იყო,რომ მოთამაშეებს მიეცათ საშუალება გაეგოთ უფრო მეტი ინფორმაცია ალტაირის შესახებ და ბოლოს ეპიკური და ამავდროულად სევდიანი დასასრული,როდესაც  ეციო "ხვდება"  თავის წინაპარს ალტაირს.უბისოფტმა ალტაირის ისტორია,მისი და ეციოს ისტორიის დასასრული ნამდვილად გულშიჩამწვდომად გააკეთა და მოთამაშეებს გული აუჩუყა,მაგრამ ამ ნაწილში გეიმფლეის,გრაფიკის თუ სხვა სათამაშო რესურსის პროგრესი არ იყო,ასევე არასაინტერესო იყო დესმონდის ისტორიაც,რამაც რა თქმა უნდა უკმაყოფილება გამოიწვია.თუმცა უბისოფტმა მალევე დაანონსა,უკვე ოფიციალური მესამე ნაწილი,სადაც მოთამაშეებს მოუწევდათ ინდიელი "კონორის'' საშუალებით ამერიკულ რევოლუციაში დაბრუნება.რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია,სავარაუდოდ ძალიან საინტერესო უნდა ყოფილიყო ინდიელი ბიჭით თამაში და ინდიელები გარემოს თუ კულტურის ათვისება,შემდგომ კი ამერიკულ რევოლუციაში მონაწილეობა,ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა,რომ თამაში იქმენებოდა ახალ ძრავზე.
    Assassin's Creed III:American Revolution  გამოვიდა 30 ოქტომბერს,ბუნებრივია თამაში ძალიან ბევრი გაიყიდა და მოთამაშეებიც შეუდგნენ  თამაშს.
   თავიდან თამაშს ვიწყებთ უცნობი პერსონაჟით ვინმე  Haytham Kenway ით,პერსონაჟი ნამდვილად მიმზიდველი აღმოჩნდა,თავისი ქარიზმით,"ბედესობით" თუ ასასინური სკილებით.პირველი მკვლელობაც ოპერაში ძალიან სასიამოვნო იყო,შემდგომში თამაში ძალიან ნელა ვითარდება და გვხვდება ბევრი  უმნიშვნელო დეტალი,უამრავი ''Cutscene'' რაც მოსაწყენს ხდის თამაშს,ამ დეტალებს შეიძლება ითქვას,რომ ტუტორიალის ფუნქცია აკისრიათ. ბატონი  Haytham კრავsს ალიანს,იწყებს მზადებას რევოლუციური ოპერაციისათვის და ხოცავს ბრიტანელ ჯარისკაცებს,მას ასევე მოუწევს ინდიელების დახსნა ბრიტანელებისგან,სწორედ ამ მოვლენების დროს გაიცნობს ულამაზეს ინდიელ ქალბატონს, ინდიელების ტომის "დედას" Kaniehtí:ioს იგივე  Ziio,მათი საქმიანი ურიერთობა კი გადაიზრდება რომანტიულ ურთიერთობაში,მაგრამ  Ziio დარჩება თავის ხალხთან,ხოლო   Haytham თავის საქმე გააგრძელებს.სწორედ ამის შემდეგყება მნიშვნელოვანი მოვლენები
   

  ამის შემდეგ კი ვიწყებთ თამაშს პატარა კონორით,დამალობანას თამაშის დროს პატარა კონორსა და სოფელს  Haytham ის მეგობრები დაესხმებიან თავს,რაც ტრაგიკულად მთავრდება. ამ მოვლენის შემეგ კი ვიწყებთ თამაშს ახალგაზრდა კონორით,რომელიც დახმარებას სთხოვს  ასასინს,რადგან მოუპოვოს თავის ხალხს თავისუფლება,შური იძიოს და აღადგინოს სამართლიანობა
  თამაშის დიდი მინუსი ისაა რომ პირველი 6 თავი თითქმის ტუტორიალი არის,აღსანიშნავია,რომ გრაფიკული წინსვლის მიუხედავად არის ბაგები,აღარ არის სხვადასხვა სახის იარაღებით თუ ტანსაცმლით გამდიდრებული მაღაზიები,მიუხედავად კომბატის ეფექტურობისა,არის ცუდად დასკრიპტული,არ შეიძლება ადამიანი უამრავჯერ აჩეხო და იქამდე არ მოკვდეს სანამ თავში არ ჩაარჭობ,მხოლოდ იმიტომ რომ ესეა დასკრიპტული,სთელსის მხრივ კი არანაირი პროგრესი არ არის.უბისოფტმა შემოგვთავაზა ინდიელების ტყე,მათი ნადირობა,მაგრამ   თამაშს ვერ მოაქ ინდიელების ატმოსფერო,ტყეში არ იგრძნობა "ტყიური გარემო"  და ნადირობაც არა ატმოსფერული ხდება,თუნდაც იმიტომ,რომ შეგვიძლია ცხოველს სირბილით  დავეწიოთ და მოვკლათ შემდეგ კი მისი  ტყავი გავყიდოთ,რაც ერთერთი ტყუილია უბისოფტისგან.არ შეიძლება ინდიელი ვიღაცასთან აბარებდეს ცხოველის ტყავს.დეველოპერები უაზროდ გვატყუებენ მაშინაც როდესაც,კონორს შემოაკვდება თავისი მეგობარი,ჯერ ერთი ინდიელმა კაცმა მეგობრის მაგივრად არ შეიძლება ვინმე ბრიტანელს ენდოს,რომელმაც რამოდენიმე წლის წინ სახლი გადაუწვა,შემდეგ კი გამოცდილმა ასასინმა მეგობარი ვერ მოიშოროს ისე რომ ვერ მოკლას და უამრავი სხვა დეტალი რაც გტოვებს მოტყუებულად.მისიები კი სიმულატორული ხასიათისაა,ხოლო ქუჩაში მყოფი ადამიანები ძალიან უსიცოცხლოები არიან.ამ ყველაფერს კი დამატებული დესმონდის ისტორიის დასასრული,რამაც ჩემში პირად დიდი აგრესია გამოიწვია და დააგვირგვინა ამდენი უარყოფითი ფაქტი. ეს თამაში საერთოდ არაა ინდიელების შესახებ და რაც ყველაზე ცუდია ამერიკული პროპგანდის შეგრძნებას ტოვებს.
   ახლა კი თამაშის დადებითი მხარეები,რაც სამწუხაროდ ცოტაა.  Assassin's Creed III ის პლიუსი არის   მთავარი ანტიგმირი,რომელიც ჩემი აზრით არის საუკეთესო ანტიგმირი თამაშის სერიებში, მხოლოდ იგი გვთავაზობს,ჩამოყალიბებულ აზრს ტემპლერების შესახებ,რაც არ უდნა გასაკვირი იყოს,მასაც სურს კარგი მომავალი,მაგრამ სხვა მეთოდებით,თუ ასასინებს სურთ,რომ ხალხი თავისუფალი იყოს,ტემპლერებს პირიქით,რადგან  გონიათ,რომ ესე მშვიდობა ვერ მიიღწევა და საჭიროა ხალხის კონტროლი.რა თქმა უნდა მსგავსი შინაარსის ფრაზებს წინა სერიების გმირებიც ბჟუტურებდნენ,მაგრამ ეს არ იყო დამაჯერებლად გაკეთებული.ხოლო მეორე დადებითი მხარე თამაშისა არის საზღვაო ბრძოლები,რაც ნამდვილად კარგი სიახლე გომოდგა.
    თვითონ კონორის ისტორია და თამაშის შინაარსი ნამდვილად  არაა ცუდი და არც კონორია ცუდი პერსონაჟი,როგორც ბევრმა აღნიშნა.კონორი ისეთია,როგორიც უნდა იყოს,მას მხოლოდ 14 სთიანი თამაში დაეთმო,ხოლო მის წინამორბედ ეციოს სამჯერ მეტი მაინც.აღსანიშნავია თამაშის საუნდტრეკები,რამაც ჩემ თვალში საბოლოო "გაფარჩაკებას'' გადაარჩინა გეიმფლეი და არ გახადა სრულიად მუდო.თუმცა დიდი ალბათობით ესამაში მოეწონებათ არა გეიმერებს,ან უბრალოდ დამწყებებს.



საბოლოო ვერდიქტი:6.0/10 

  უბისოფტმა ერთი ნაბიჯი წინ,ხოლო ორი ნაბიჯი უკან გადადგა